ქართული სპორტის ქომაგები ესპანეთისა და საქართველოს თამაშის დღეს ელჩეში იკრიბებიან.
"დღეს, 18:00 საათზე ქომაგები ვიკრიბებით ელჩეს Parc Municipal - ში, გელოდებით თეთრ მაისურებში, ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს.
იქედან გამომდინარე რომ მანძილი სტადიონამდე შეკრების ადგილიდან საკმაოდ შორია, მსვლელობა არ გვექნება. შეკრების ადგილმდებარეობას მასპინძელი მხარე განსაზღვრავს." - წერენ ქომაგები.
ესპანეთისა და საქართველოს მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.
"როცა ასეთ გუნდს ხვდები, ტრავმები არაფერს ცვლის" - სანიოლის პრესკონფერენცია