გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრას დღეს ჩაატარებს.
ტურნირის ოთხთა ფინალი ესპანეთის ქალაქ ბადალონაში იმართება, ტენერიფეს მეტოქე კი ლიეტუვური რიტასია - ფინალში გამსვლელი ერთ თამაშში, დღესვე წყდება.
კანარიელთა და ლიეტუველთა დაპირისპირება 20:00 საათიდან იწყება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ მატჩში მალაგას უნიკახა და ბერძნული აეკ-ი 23:00 საათიდან ითამაშებენ.
ინფორმაციისთვის, ტენერიფე ამ ტურნირის 2-გზის ჩემპიონია (2017; 2022), 2-ჯერ ვიცე-ჩემპიონი (2019; 2024), ერთხელ მე-3 ადგილი დაიკავა (2023).
1/4 ფინალების MVP გახდა - ჩემპიონთა ლიგაზე შერმადინი გამოარჩიეს