ლარნესთან ორმატჩიან დუელში გამარჯვების შემდეგ, იბერია 1999-ის ფორვარდმა და მატჩის მთავარმა გმირმა, ნიკა სიხარულაშვილმა მოკლე შეფასებები გააკეთა.
"ისეთი ემოციის ქვეშ ვართ, საუბარი მიჭირს, ხმაც კი აღარ მაქვს. მთელი გულით ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის და დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც სტადიონზე მოვიდა და მხარი დაგვიჭირა.
ევროპა ლიგის პლეი-ოფისთვის მოვემზადებით, თუმცა უკვე ვიცით, რომ ევროტურნირის მთავარ ეტაპზე თამაში განაღდებული გვაქვს - ნავსი გავტეხეთ და ამას მთელ საქართველოს ვულოცავ", - თქვა 22 წლის თავდამსხმელმა.
სიხარულაშვილმა 2026-27 წლების სეზონის ევროტურნირების 6 შეხვედრაში 5 საგოლე მოქმედება შეასრულა - 4 გოლი, 1 ასისტი.
27 აგვისტოს გაირკვევა, იბერიელები ევროპა ლიგის ლიგის ფაზაში ითამაშებენ თუ კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში.
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ანდრი დემჩენკოს გუნდი შოტლანდიურ რეინჯერსსა და პოლონურ იაგელონიას წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. პირველი თამაში სტუმრად 20 აგვისტოსაა, მეორე - 27 აგვისტოს შინ.
იბერიას კაპიტანმა კრიტიკოსებს მწვავედ უპასუხა