• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
McDonald's და თვითმფრინავი: რატომ ადანაშაულებენ იამალს საკუთარ ტრავმაში?
ფეხბურთიფეხბურთი

McDonald's და თვითმფრინავი: რატომ ადანაშაულებენ იამალს საკუთარ ტრავმაში?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლამინ იამალი ახლა დროს ეჯიბრება, რათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს.


სელტასთან მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, 18 წლის ფეხბურთელი ტელეწამყვან ხუან ფურლანიჩის კრიტიკის ობიექტი გახდა. წამყვანმა ფეხბურთელის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო, სადაც ის კერძო თვითმფრინავში McDonald's-ს მიირთმევს, მის არაპროფესიონალიზმზე მინიშნებად მიიჩნია.

ტრავმა სელტასთან მატჩის დროს მოხდა, სადაც იამალმა მე-40 წუთზე პენალტი გაიტანა, თუმცა მაშინვე მარცხენა ფეხის უკანა კუნთზე მოიკიდა ხელი და სამედიცინო დახმარება ითხოვა. ფეხბურთელი, რომლის ანგარიშზეც ამ სეზონში 16 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა, მოედნიდან კოჭლობით გავიდა.

ხუან ფურლანიჩმა DSports-ის ეთერში იამალის ცხოვრების წესი და თამაშის წინ კვების რაციონი მკაცრად გააკრიტიკა:

დაუჯერებელია, რომ ლამინ იამალმა ტრავმა პენალტის დარტყმისას მიიღო. ირონია გვერდზე გადავდოთ, ეს რეალობაა. ფეხბურთელი, რომელიც 48 საათზე ნაკლები ხნის წინ ხუმრობით ჭამდა ფასთ-ფუდს და კერძო თვითმფრინავით გამთენიისას ჩამოფრინდა, მატჩამდე ორი დღით ადრე ასე არ უნდა იქცეოდეს. ვფიქრობ, ეს არ არის შემთხვევითობა ან უიღბლობა. ეს არის შედეგი იმისა, რომ ალბათ არ ისვენებ, თავს არ უვლი და რისკზე მიდიხარ. ეს არ არის მოპარული ფოტო, მან თავად იტრაბახა ამით


ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ იამალი მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება. კლინიკურმა გამოკვლევებმა კუნთის სერიოზული გაწყვეტა აჩვენა, რაც სპეციალურ სარეაბილიტაციო პროგრამას საჭიროებს. კლუბის განცხადებით, ფეხბურთელი კონსერვატიულ მკურნალობას გაივლის და მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება.


იამალის მიმართვა ფანებს ტრავმის შემდეგ

ეს ტრავმა კატასტროფულია როგორც კლუბისთვის, ისე ესპანეთის ნაკრებისთვის, რადგან მსოფლიო ფორუმის დაწყებამდე 50 დღეზე ნაკლები რჩება. ბარსელონა ლა ლიგაში 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, თუმცა იამალის გარეშე ელ კლასიკოში თამაში ჰანსი ფლიკის გუნდისთვის უდიდესი გამოწვევა იქნება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბარსელონა
ლამინ იამალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

იამალის მიმართვა ფანებს ტრავმის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალის მიმართვა ფანებს ტრავმის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რაშფორდით ევროპის გრანდი ინტერესდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რაშფორდით ევროპის გრანდი ინტერესდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რბოლა დროსთან: 5 ვარსკვლავი მუნდიალზე სათამაშოდ იბრძვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რბოლა დროსთან: 5 ვარსკვლავი მუნდიალზე სათამაშოდ იბრძვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვის უნდა მიბაძოს იამალმა? მესის თუ რონალდუს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვის უნდა მიბაძოს იამალმა? მესის თუ რონალდუს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

იამალის მიმართვა ფანებს ტრავმის შემდეგ

News image

15 სთ წინ

რაშფორდით ევროპის გრანდი ინტერესდება

News image

1 სთ წინ

რბოლა დროსთან: 5 ვარსკვლავი მუნდიალზე სათამაშოდ იბრძვის

News image

11 წთ წინ

ვის უნდა მიბაძოს იამალმა? მესის თუ რონალდუს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება