სუპერაგენტმა ჟორჟე მენდეშმა ბარსელონას სენსაციას, ლამინ იამალს და ფეხბურთის ახალი თაობა გამოიწვია.
სპორტში ხანგრძლივი წარმატების მისაღწევად მენდეშმა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მაგალითები გამოიყენა. აგენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოედნის მიღმა არსებული დისციპლინაა ის, რაც ლეგენდებსა და უბრალოდ ტალანტებს ერთმანეთისგან ყოფს.
მენდეშის მესიჯი განსაკუთრებით აქტუალური 18 წლის იამალის ბოლო ტრავმის ფონზე გახდა. აგენტის თქმით, ტექნიკური მონაცემები წარმატების მხოლოდ ერთი ნაწილია, მთავარი კი ცხოვრების წესი და პროფესიონალიზმია. მისი აზრით, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მხოლოდ რონალდუსა და მესის სტანდარტებს უნდა მიაქციონ ყურადღება.
McDonald's და თვითმფრინავი: რატომ ადანაშაულებენ იამალს საკუთარ ტრავმაში?
როგორც წესი, ჩემს მოთამაშეებს ვეკითხები: გინდათ, რომ მოედნის მიღმაც კრიშტიანუ რონალდუს ან მესის ჰგავდეთ, თუ გინდათ იყოთ ისეთი, როგორიც.. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ განსხვავება სწორედ აქ არის. კრიშტიანუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა და ამავდროულად, საუკეთესო მაგალითია მოედნის მიღმა. ეს არის მოდელი, რომელიც ბავშვებს უნდა გადავცეთ.
აგენტმა ასევე ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომლებიც პერსპექტიულ კარიერას ხშირად ანადგურებს. მისი რჩევაა, ახალგაზრდებმა ყურადღება ფინანსურ სტაბილურობაზე გაამახვილონ და ნაადრევ ბიზნეს-პროექტებს მოერიდონ.
მართეთ თქვენი აქტივები, იყიდეთ სახლი, დაეხმარეთ ოჯახს, მაგრამ ნუ დაიწყებთ რესტორნების გახსნას. თუ, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ არ ხართ, რომელიც უკვე პედესტალზეა. ის უკვე პროფესორია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა
მენდეშმა ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ნიჭიერი მოთამაშე სისტემაში იკარგება, რადგან არასწორ კლუბს ირჩევენ, სადაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. მისი თქმით, ხშირად სჯობს ქვედა დივიზიონის გუნდში წასვლა, თუ იქ სტაბილურად ითამაშებ, რადგან „შესაძლებლობის გარეშე ტალანტი უსარგებლოა“.
ამჟამად ლამინ იამალი რეაბილიტაციის პროცესშია. ის ჰანსი ფლიკის გრძელვადიანი პროექტის მთავარ ფიგურად რჩება და მწვრთნელი ხშირად აქებს ახალგაზრდა ვარსკვლავის შრომისმოყვარეობას.