ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა კოპა დელ რეის 1/2 ფინალში, ატლეტიკოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა.
„გარკვეული პრობლემები გვაქვს. მარკუს რაშფორდმა ტრავმა მიიღო და მზად არ არის, რაც ცუდი ამბავია, თუმცა გუნდის მჯერა.
სიტუაცია მარტივი არ არის. ფანტასტიკური გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ვუყურე ატლეტიკოს თასის მატჩს ბეტისთან და რაც ვნახე, შთამბეჭდავი იყო.
დიეგო სიმეონე ატლეტიკოში შესანიშნავად მუშაობს. რთული შეხვედრა იქნება. ატლეტიკო პატივისცემას იმსახურებს, საოცარი გუნდია.
მეტროპოლიტანოზე მინდვრის საფარის მდგომარეობა არც ისე კარგია, რადგან მისი გაფრთხილებაა საჭირო. ესპანეთში, როგორც წესი, შესანიშნავი პირობებია. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ჰანსი ფლიკმა.
პირველი 1/2 ფინალური მატჩი ატლეტიკო — ბარსელონა დღეს, 12 თებერვალს, 23:55 საათზე გაიმართება.