საფეხბურთო ინტელექტუალური თამაშის "მე-12 მოთამაშე" ახალი სეზონი იწყება.
სეზონი აპრილიდან ივნისის ჩათვლით ჩატარდება, რომელიც 4 სათამაშო დღეს ანუ 4 ჩემპიონატს მოიცავს. ახალი სეზონის პირველი ჩემპიონატი, რომელიც ჯამში მე-14 იქნება, 5 აპრილს გაიმართება.
უკვე ცნობილია, რომ 5 აპრილს დაგეგმილ ჩემპიონატში 21 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნება აჭარაბეთ არენაც.
adjarabetarena ახალ სეზონში მე-12 მოთამაშის პარტნიორი იქნება და ოთხივე ჩემპიონატს, რომელიც ამ სეზონში გაიმართება, გააშუქებს.
