მონტენეგროში მიმდინარე კრივის 15-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე გიგი არჩაია მე-9 ქართველია, რომელმაც მედალი გაინაღდა.
70 კგ. წონითი კატეგორიის 1/4 ფინალში, რუმინელი რაჰმან სალი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას 1/2 ფინალურ ეტაპზე გააგრძელებს.
ლიზა ლობჟანიძე 66 კგ. წონითი კატეგორიის ფინალშია და ევროპის ჩემპიონობისთვის იჩხუბებს, ხოლო, არჩაიას მსგავსად, თორნიკე სიმონიშვილმა (40 კგ.), საბა კერძევაძემ (44 კგ.), ჯონი ხაბურზანიამ (46 კგ.), ელენე ქარჩავამ (48 კგ.), გიორგი ახვლედიანმა (52 კგ.), დავით ალიხანაშვილმა (54 კგ.) და ალექსი გუნიამ (60 კგ. 1/2 ფინალის საგზური მოიპოვეს.
ჩვენი გუნდი ევროპირველობაზე 14 მოკრივით გახლდათ წარმოდგენილი. ტურნირი 26 ოქტომბერს სრულდება.