საქართველოს მამაკაც მოჭადრაკეთა მე-2 ნაკრებმა ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-4 ადგილზე დაასრულა.
ჩვენმა მოჭადრაკეებმა ბოლო, მე-9 ტურში სომხეთთან 2.5 : 1.5 გაიმარჯვა - ნიკოლოზ პეტრიაშვილმა თეთრი ფიგურებით მოიგო, ხოლო ნოე თუთისანმა შავებით გაიმარჯვა, გიგა ყუფარაძემ (თეთრებით) ყაიმი გაახერხა, ირაკლი ახვლედიანი (შავებით) კი დამარცხდა.
შედეგად, საბოლოო საერთო ჩათვლაში, ჩვენმა მეორე ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილოსან სერბეთსა და მე-2 ადგილოსან აზერბაიჯანს თითო-თითო ქულით ჩამორჩა. მედლამდე ცოტა დააკლდათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი ნაკრები მე-18 ადგილზე გავიდა - 10 ქულით.
ევროპის ჩემპიონობა უკრაინის ნაკრებმა იზეიმა, ვერცხლის მედალი აზერბაიჯანელებმა მოიპოვეს, ხოლო სერბებმა ბრინჯაო დაისაკუთრეს.