VIDEO: უსახური თამაშით, ისევ უშანსოდ - ნაკრები თურქეთში განადგურდა
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთთან უმნიშვნელოვანესი გასვლითი მატჩი წააგო და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.
ვილი სანიოლის გუნდი თურქებთან უშანსოდ - 1:4 დამარცხდა. პირველი ტაიმის 21-წუთიან მონაკვეთში ქენან ილდიზმა, მერიჰ დემირალმა და იუნუშ აკგუნმა შეაგდეს და მონტელას გუნდმა ტაიმი 3:0-ით დაასრულა.
მეორე ნახევრის სტარტზე, ამპლუით მცველმა დემირალმა დუბლი მიითვალა და უპირატესობა 4-ბურთიანი გახადა. ჩვენი გუნდისგან ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა - კიტეიშვილის პასით.
ქოჩორასთვის ნაკრებში ჩატარებულ 23-ე მატჩში მე-4 გოლია - თურქეთის გარდა, ჩეხეთს, ალბანეთსა და სომხეთს გაუტანა. კიტეიშვილმა კი ჯვაროსნების მაისურით მე-9 ასისტი მიითვალა.
შესარჩევი ეტაპის 4 ტურის შემდეგ, საქართველოს 3 ქულა აქვს და მე-2 ადგილოსან თურქეთს 6 ქულით ჩამორჩება - ლიდერ ესპანეთს 12 ქულა აქვს.
ნოემბრის სანაკრებო პაუზისას, ჩვენი გუნდი ჯერ ესპანეთს უმასპინძლებს (15 რიცხვში), შემდეგ კი ბულგარეთს ესტუმრება (18-ში).