ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

მესი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ფეხბურთიფეხბურთი

მესი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

20 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლიონელ მესიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა ინტერ მაიამის დრამატულ გამარჯვებაში მე-8 ტურში, რამაც მას MLS-ის ტურის საუკეთესო მოთამაშის წოდება მოუტანა.


მესიმ დუბლი შეასრულა. გაიტანა გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე, რითიც მაიამი კოლორადო რაპიდსთან 3:2 გამარჯვებამდე მიიყვანა. მატჩს 75,824 მაყურებელი დაესწრო, რაც MLS-ის ისტორიაში ერთ თამაშზე დასწრების მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


VIDEO: მესის დუბლი და 905-ე გოლი კარიერაში


MLS-ის ორგზის MVP-ის მფლობელს ამ სეზონში 7 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, რითაც ის ოქროს ბუცის რბოლაში მეორე ადგილს იყოფს.


ამ დუბლით, ლეგენდარულ არგენტინელ ათიანს თავის პირველ 60 მატჩში უკვე 18 ისეთი თამაში დაუგროვდა, სადაც ერთზე მეტი გოლი გაიტანა, ხოლო 28 შეხვედრაში მინიმუმ ორ საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.


ეს უკვე მე-14 შემთხვევაა მის კარიერაში, როდესაც მესი MLS-ის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და მეორე ჯილდო ამ სეზონში. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა ჯეფ კანინგემს და ლიგის ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს, მხოლოდ ლენდონ დონოვანის (19 ჯილდო) შემდეგ.


ინტერ მაიამი მოედანს ამ კვირაში ორჯერ დაუბრუნდება – პირველად ოთხშაბათს, სტუმრად რეალ სოლტ ლეიკთან, ხოლო შაბათს საკუთარ მოედანზე ნიუ ინგლენდ რევოლუშენს დაუპირისპირდება.


ტურის საუკეთესო მოთამაშეს რეგულარული სეზონის ყოველ ტურში მედიისა და გულშემატკივრების გამოკითხვით ირჩევენ. ხმების 75 პროცენტს ჟურნალისტთა პანელი ადგენს, ხოლო დარჩენილ 25 პროცენტს ინსტაგრამზე ფანების ხმები განსაზღვრავს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

აშშ
ინტერ მაიამი
მესი
MLS

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„მესიმ ჩვენს ფეხბურთელებს გვერდი აუარა“, - ბენინის ნაკრებში უკმაყოფილებას არ მალავენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მესიმ ჩვენს ფეხბურთელებს გვერდი აუარა“, - ბენინის ნაკრებში უკმაყოფილებას არ მალავენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ლამაზი გოლები - 39 წლის მესის მორიგი დუბლი 4 წუთში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ლამაზი გოლები - 39 წლის მესის მორიგი დუბლი 4 წუთში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუ მესის ანადგურებს? ოქროს ბურთის ისტორიული გამოკითხვის შედეგები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუ მესის ანადგურებს? ოქროს ბურთის ისტორიული გამოკითხვის შედეგები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

Marca-ს რეიტინგი და ტოპ 5-ში მოხვედრილი კვარაცხელია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

Marca-ს რეიტინგი და ტოპ 5-ში მოხვედრილი კვარაცხელია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

14 ოქტ, 2026

„მესიმ ჩვენს ფეხბურთელებს გვერდი აუარა“, - ბენინის ნაკრებში უკმაყოფილებას არ მალავენ

News image

18 ოქტ, 2026

VIDEO: ლამაზი გოლები - 39 წლის მესის მორიგი დუბლი 4 წუთში

News image

19 ოქტ, 2026

რონალდუ მესის ანადგურებს? ოქროს ბურთის ისტორიული გამოკითხვის შედეგები

News image

23 ოქტ, 2026

Marca-ს რეიტინგი და ტოპ 5-ში მოხვედრილი კვარაცხელია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება