უმარ ნურმაგომედოვმა ადამ ზუბაირაევთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა გაიხსენა.
"ჩემს ბოლო ბრძოლაში ტრავმირებული ხელით გავედი. ეს თავის მართლება არ არის - მე წავაგე და მორჩა. ეს ღმერთის ნება იყო. ბრძოლას თავიდან ვუყურე - მესამე და მეოთხე რაუნდები წავაგე, ეს აშკარაა.
თუმცა ეს მისთვისაც არ იყო დომინანტური ბრძოლა. მას რამდენიმე თეიქდაუნი ჰქონდა, მაგრამ მან ქვემოთ ვერ გამაჩერა და სერიოზული ზიანი ვერ მომაყენა.
მერაბს სუფთად მოვარტყი - ის კი არც გაინძრა. მისი დანოკაუტება ძალიან ძნელია. მას კარდიო დღეები ეყოფა და არაადამიანური ძალა აქვს. ისე არაა, რომ მას გრეპლინგის ან საბმიშენის განსაკუთრებული უნარები ჰქონდეს, ქვემოთ გაჩერებაც არ შეუძლია.
ნებისმიერ შემთხვევაში, მე კაცივით ვიბრძოლე და სახე არ დამიკარგავს. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცები სხვანაირად მოხდა, არ ნიშნავს, რომ სხვანაირი უმარი გავხდი.
მერაბთან რემატჩი სიამოვნებით მექნებოდა. მინდა დავუმტკიცო ყველას, რომ მოტეხილ ხელს გავლენა ჰქონდა და ყველაფერი სხვანაირად შეიძლება დამთავრებულიყო.
თუ ერთმანეთს არ შევხვდებით და დავუშვათ კარიერას დაასრულებს, მე ჩემპიონობას მაინც ვგეგმავ. თუ რემატჩი არ შედგება, ეს ტრაგედია არ იქნება." - განაცხადა ნურმაგომედოვმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა პირველად ქამარი სწორედ უმართან დაიცვა და ის გადაწყვეტილებით დაამარცხა.
"UFC-ში უნდოდათ, რომ თოფურია მსუბუქ წონაში გაეხადათ ჩემპიონი" - ნურმაგომედოვი