უმარ ნურმაგომედოვმა ადამ ზუბაირაევთან ინტერვიუში ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის სიტუაციაზე ისაუბრა.
"ჰანტერ კემპბელი (UFC-ის წარმომადგენელი) დაღესტანში ჩამოვიდა ისლამთან სალაპარაკოდ. მათ უნდოდათ, რომ ისლამი ზედა წონაში ასულიყო და მსუბუქ წონაში თოფურია გაეხადათ ჩემპიონი. მათ სჯერათ, რომ მას ბრძოლების გაყიდვა შეუძლია.
ისლამს არ უნდოდა ქმარის დათმობა, მას მსუბუქ დივიზიონში ბრძოლაც სურს. ისლამს შეუძლია ქვესაშუალო წონის ტიტული მოიგოს, მსუბუქ წონაში დაბრუნდეს და ორივე ქამრის მფლობელი გახდეს." - განაცხადა უმარმა.
ილია თოფურია მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის 29 ივლისს ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება, ისლამ მახაჩევი კი, რომელმაც თავისი ქამარი ვაკანტური გახადა, ქვესაშუალო წონის ტიტულისთვის ჯეკ დელა მადალენას შეებრძოლება.
"მინდა დავამტკიცო, რომ მოტეხილ ხელს გავლენა ჰქონდა" - უმარი მერაბთან რემატჩზე