ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გიორგი მიქაუტაძემ მოიგო.
პრიზისთვის 5 ფეხბურთელი იბრძოდა - აბდესამად ეზალზული (ბეტისი), ტომა ლემარი (ჟირონა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი), ლუის მილა (ხეტაფე) და ფედერიკო ვალვერდე (რეალი).
თებერვალში ქართველმა თავდამსხმელმა ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ 3 მატჩში შეძლო გოლის გატანა, ჯამში კი 4 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მიქაუტაძემ ესპანიოლს, ხეტაფესა და ლევანტეს გაუტანა გოლები, ამ უკანსკნელთან კი მისი გოლი 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა.
ამ სეზონში ლა ლიგის თვის მოთამაშეები ნიკოლა პეპე (აგვისტო), კილიან მბაპე (სექტემბერი, ოქტომბერი), ლამინ იამალი (ნოემბერი, დეკემბერი) და ვედათ მურიქი (იანვარი) გახდნენ.
FC26-ში გიორგი მიქაუტაძის თვის მოთამაშის შესაბამის ქარდს FutSheriff აქვეყნებს.
