რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ, საკუთარი მდგომარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 80 წლის სპეციალისტი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც გუნდის ვარჯიშზე გონება დაკარგა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მას შესაძლოა გულის შეტევა გადაეტანა.
ლუჩესკუ ნაკრების ვარჯიშის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს
„ახლა თავს კარგად ვგრძნობ, სრულად გონს მოვედი. თუმცა, ჯერ კიდევ მიტარდება გარკვეული გამოკვლევები, ამიტომ საავადმყოფოში დავრჩები“, — განაცხადა ლუჩესკუმ.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთი 31 მარტს ამხანაგურ მატჩს სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს.