სლოვენიელმა სუპერვარსკვლავმა ლუკა დონჩიჩმა სანდრო მამუკელაშვილი შეაქო.
დონჩიჩს ქართველი მძიმე ფორვარდისა და ცენტრის შესახებ ჰკითხეს. სლოვენიელმა მამუკელაშვილის ისეთ უნარებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც თანამედროვე მაღალ მოთამაშეებს შორის იშვიათად გვხვდება.
ვიცოდი, როგორი კალათბურთელი იყო. ცხადია, მის წინააღმდეგაც მითამაშია, მაგრამ ვფიქრობ, მისი ბურთის კონტროლისა და მოედნის ხედვის უნარი, ასევე ზოგიერთი პასი, რომელსაც აკეთებს, სათანადოდ დაფასებული არ არის.
სწორედ ეს არის ის, რამაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, - განაცხადა დონჩიჩმა.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი NBA-ის 2026 წლის წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს ასრულებს.
კალიფორნიული კლუბი სამშაბათს ლას-ვეგასში გაემგზავრება, სადაც T-Mobile Arena-ზე გოლდენ სტეიტ უორიორსს დაუპირისპირდება. პარასკევს გუნდი საკუთარ მოედანზე დენვერ ნაგეტსს უმასპინძლებს.
მომდევნო ოთხშაბათს კი ლეიკერსი NBA-ის 2026/27 წლების რეგულარულ სეზონს დაიწყებს. გუნდი პირველ შეხვედრას გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ გამართავს.
წინასასეზონო მატჩებში როგორც დონჩიჩი, ისე მამუკელაშვილი შესანიშნავი სტატისტიკით გამოირჩევიან.
მიმდინარე წინასასეზონო პერიოდში სლოვენიელი კალათბურთელი საშუალოდ 22.0 ქულას, 3.0 შედეგიან გადაცემასა და 2.5 მოხსნას აგროვებს.
ამავდროულად, მისი ახალი თანაგუნდელი სანდრო მამუკელაშვილი ჯეი ჯეი რედიკის გაწვრთნილ გუნდს შესანიშნავად შეეწყო.
ამჟამად ქართველი წინასასეზონო შეხვედრებში საშუალოდ 14.0 ქულას, 3.7 შედეგიან გადაცემასა და 2.0 მოხსნას აგროვებს.
რივზი: ,,მამუკელაშვილს გამთამაშებლის დონის საკალათბურთო ინტელექტი აქვს"