ჰენრიხ მხითარიანის თქმით, ინტერის შემდეგ ის საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.
„ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დამღლელი სეზონი იყო. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვითამაშებ, მაგრამ დარჩენა მინდა და თუ ინტერი ძალით არ გამაგდებს, აქ დავრჩები.
არ მინდა კარიერა ნაჩქარევად დავასრულო და შემდეგ ვინანო, მაგრამ ინტერიდან წასვლის შემდეგ - ნამდვილად წავალ.
სომხეთის ლიგა? დაბალი დონის ჩემპიონატში თამაში არ მსურს. არც საუდის არაბეთში გადასვლას განვიხილავ, რადგან დიდი პატივისცემის მიუხედავად, ფეხბურთს სიყვარულის გამო ვთამაშობ და არა ფულის." - აღნიშნა სომეხმა ნახევარმცველმა.
36 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ინტერთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.