ლუკა მოდრიჩმა ხორვატიის პოლონეთთან მოპოვებული (1:0) გამარჯვება შეფასა.
ერთადერთი გოლი თავად 39 წლის ფეხბურთელმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
„ერთგვაროვნად მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. გამარჯვება გვჭირდბეოდა, რათა თავდაჯერება მოგვეპოვებინა. ოთხი მატჩი ზედიზედ ვერ ვიგებდით, ამიტომ ახლა გამარჯვება ძალიან საჭირო იყო და კმაყოფილები უნდა ვიყოთ.
მიხარია, რომ ჯარიმიდან შევძელი გოლის გატანა - დიდი ხანია, ასეთი რაღაც არ გამიკთებია. კი, გოლი სლოვაკეთსაც გავუტანე, მაგრამ იქ უფრო გამიმართლა. რა თქმა უნდა, გოლით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად - გამარჯვებით." - აღნიშნა მოდრიჩმა.