საქართველოს ხელბურთის ნაკრები, 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ისრაელთან 2-მატჩიან პლეი-ოფში დამარცხდა და შემდეგ რაუნდში ვერ გავიდა.
ისრაელში მიმდინარე პროცესების გამო, გუნდებს შორის ორივე შეხვედრა თელავის სპორტის სასახლეში ჩატარდა - ისრაელელებმა პირველი მათგანი 32:29 მოიგეს, დღევანდელი მატჩის ბოლო წუთებზე კი საქართველო 4-ბურთიანი სხვაობით დაწინაურდა, რაც საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი იქნებოდა, თუმცა საბოლოო შედეგი 30:28 დაფიქსირდა.
ორი მატჩის ჯამში, ისრაელმა 60:59 გაიმარჯვა და გავიდა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ რაუნდში, რომელშიც მეტოქედ ესპანეთის ნაკრები ეყოლება.
2027 წლის ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, 13-31 იანვარს, გერმანიის 6 ქალაქში გაიმართება.