არგენტინამ ეგვიპტის ბარიერი რთულად გადალახა.
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში არგენტინა ეგვიპტეს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 3:2 მოუგო.
შეხვედრა ალბისელესტესთვის მაქსიმალურად რთულად წარიმართა - აფრიკელები მე-15 წუთზე იასერ იბრაჰიმის გოლით დაწინაურდნენ, გოლიდან ექვს წუთში კი ტალიაფიკოს მოპოვებული პენალტი ლეო მესიმ გოლად ვერ აქცია - 39 წლის ლეგენდას მეკარემ აჯობა.
მეორე ტაიმში არგენტინის ზეწოლის ფონზე მეორე გოლი ეგვიპტემ გაიტანა, როცა 67-ე წუთზე ბრწყინვალე კონტრშეტევა დახაზა და არგენტინა გავარდნის პირას დააყენა.
ამ დროს, ისევე როგორც ყოველთვის, არგენტინას მშველელად ლეო მესი მოევლინა, რომელმაც 79-ე წუთზე უზუსტესი ჩაწოდებით კუტი რომეროს დაასვა თავზე და ერთი ბურთი გაქვითა, 83-ზე კი ბრწყინვალე დარტყმით თავად გაათანაბრა ანგარიში და ბომბარდირთა დავაშიც კვლავ გალიდერდა.
როცა ყველაფერი ექსტრა-ტაიმებისკენ მიდიოდა, არგენტინამ მესამეც გაიტანა - წინ წასული ეგვიპტელები კონტრშეტევაზე გამოიჭირეს და ლაუტარო მარტინესის ჩაწოდებით ენცო ფერნანდესმა ისარგებლა, რომელმაც არგენტინელებს მატჩი ძირითად დროშივე მოაგებინა.
ასე დაატრიალა არგენტინამ თამაში არასრულ 15 წუთში და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც კოლუმბიასა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.