მადრიდის რეალი იან დიომანდესა და როდრის ტრანსფერებზე აქტიურად მუშაობს, თუმცა ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა.
ლა ლიგის რეგულაციებით, პირველ გუნდში მაქსიმუმ 25 მოთამაშის განაცხადია დაშვებული, რეალში კი ამჟამად 24 ადგილი უკვე დაკავებულია.
ლაიპციგიდან დიომანდეს 120-მილიონიანი ტრანსფერი ფინალურ ეტაპზეა, პარალელურად კი მოლაპარაკებები მანჩესტერ სიტისთანაც მიმდინარეობს. თუმცა, ორივე ვარსკვლავის დასარეგისტრირებლად კლუბს შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება დასჭირდება.
ვითარებას რაულ ასენსიოს მოულოდნელი ტრავმაც ართულებს, რის გამოც მისი გაყიდვა შეფერხდა. ედუარდო კამავინგას გაყიდვა განაცხადში ადგილს გაათავისუფლებდა, თუმცა ფრანგ ნახევარმცველს მადრიდის დატოვება არ სურს. შედეგად, სამეფო კლუბს უახლოეს კვირებში შემადგენლობის დასაცარიელებლად ალტერნატიული გზების მოძებნა მოუწევს.