მადრიდის რეალის გარემარბმა, ვინისიუს ჟუნიორმა გუნდის წინასასეზონო მომზადების შესახებ შთაბეჭდილებები გააზიარა.
ბრაზილიელი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დასვენებიდან დაბრუნდა და გუნდთან ერთად მეორე დღეა ვარჯიშობს:
„ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. გავეცანი ახალ მწვრთნელს, ახალ მოთამაშეებს და ბევრიც ვივარჯიშე.
ჟოზე მოურინიოს სურს, რომ ისეთივე ვიყო, როგორიც ყოველთვის ვიყავი: ბედნიერი, მხიარული და ვითამაშო ჩემი ფეხბურთი.
ფიზიკურად კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა სეზონის განმავლობაში ნაკლები ტრავმა გვქონდეს და თითოეული ფეხბურთელის იმედი გვქონდეს.
გუშინ ორი ვარჯიში გვქონდა, დღეს - ერთი. ასე ხდება ხოლმე. დღეს ცოტა სპორტდარბაზში ვიმუშავეთ და მოკლე ვარჯიშები შევასრულეთ, რათა ფეხებზე დატვირთვა გაგვეზარდა.
კარგი ვარჯიში იყო, ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ახლა ხვალინდელ დღემდე დასვენების დროა. ასე მიმდინარეობს წინასასეზონო მომზადება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ვინისიუს ჟუნიორმა.