• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
მსოფლიო ჩემპიონატი YouTube-ზე: რევოლუციური გადაწყვეტილება
ფეხბურთიფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი YouTube-ზე: რევოლუციური გადაწყვეტილება

9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

YouTube და ფიფა მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციებზე შეთანხმდნენ.


YouTube-მა ფიფასთან ისტორიული ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმების თანახმად, ტურნირის ტრანსლაციის უფლების მფლობელ მაუწყებლებს საშუალება ექნებათ, მატჩები პირდაპირ ეთერში ვიდეოპლატფორმის საშუალებითაც გადასცენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალგაზრდა და გლობალური აუდიტორიის მოზიდვას ემსახურება.

ფიფაში ამ პარტნიორობას თამაშის წესების შემცვლელს უწოდებენ. ხელშეკრულება მაუწყებლებს სთავაზობს, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირველი 10 წუთი YouTube-ზე ღიად აჩვენონ. ეს სტრატეგია ერთგვარი აპეტაიზერი იქნება, რამაც ახალგაზრდა გულშემატკივრები ტრადიციული სატელევიზიო არხებისკენ უნდა მიიზიდოს.

გარდა ამისა, ფიფას განცხადებით, ტელეკომპანიებს შეეძლებათ გარკვეული რაოდენობის მატჩები სრულადაც აჩვენონ საკუთარ YouTube არხებზე. გარიგების ფინანსური დეტალები არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ფიფა პლატფორმაზე თავის ვრცელ არქივსაც განათავსებს, რაც ისტორიული მატჩების სრულ ჩანაწერებსა და საკულტო მომენტებს მოიცავს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობენ, YouTube-ის კონტენტის შემქმნელებიც აქტიურად გააშუქებენ. მათ 104-ვე მატჩზე უპრეცედენტო წვდომა ექნებათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისის ნაკრების მატჩების ნაწილის ნახვა YouTube-ზეც იქნება შესაძლებელი. თომას ტუხელის გუნდი შეეცდება, 60-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყანას ნანატრი ტიტული მოუტანოს. ინგლისი L ჯგუფში მოხვდა და ასპარეზობას 17 ივნისს, ხორვატიასთან შეხვედრით დაიწყებს. ექვსი დღის შემდეგ ისინი განას დაუპირისპირდებიან, ჯგუფურ ეტაპს კი 27 ივნისს, პანამასთან მატჩით დაასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისი მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც საფრანგეთთან 1:2 დამარცხდა.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ინგლისის ნაკრები
ხორვატიის ნაკრები
მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

არანაირი მექსიკაში გადატანა — ფიფას უარი ირანს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არანაირი მექსიკაში გადატანა — ფიფას უარი ირანს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კანზას-სიტის მერი პრობლემებზე: მსოფლიო ჩემპიონატი საფრთხეშია?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კანზას-სიტის მერი პრობლემებზე: მსოფლიო ჩემპიონატი საფრთხეშია?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში: ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში: ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საბჭოთა ნაკრების უკანასკნელი დღეები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საბჭოთა ნაკრების უკანასკნელი დღეები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

არანაირი მექსიკაში გადატანა — ფიფას უარი ირანს

News image

16 მარ, 2026

კანზას-სიტის მერი პრობლემებზე: მსოფლიო ჩემპიონატი საფრთხეშია?

News image

15 მარ, 2026

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში: ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

News image

15 სთ წინ

საბჭოთა ნაკრების უკანასკნელი დღეები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება