ფეხბურთის ლეგენდა, ალესანდრო ნესტა SBC Summit Tbilisi 2025-ს დაესწრება. ლეგენდარული ფეხბურთელი ღონისძიებაზე ორ მნიშვნელოვან გამოსვლას გამართავს.
ალესანდრო ნესტა ისაუბრებს სპორტზე, ლიდერობასა და კავშირზე სპორტსა და iGaming-ს შორის, ასევე გაგვიზიარებს გამოცდილებას წარმატებული პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე ინდუსტრიის ლიდერებთან. საკუთარი გამოცდილების გაერთიანებით, როგორც მსოფლიო დონის მოთამაშე და მწვრთნელი, ნესტა SBC Summit Tbilisi 2025-ს სთავაზობს იშვიათ და უნიკალურ ორმაგ ხედვას.
ოთხშაბათს, 15 ოქტომბერს, ალესანდრო ნესტა განიხილავს საკუთარ კარიერას და ისეთ თემებზე ისაუბრებს, როგორიცაა ლიდერობა, მდგრადობა და სპორტსა და ფსონებს შორის კავშირი. ხოლო რაც შეეხება ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს, იტალიელი შეუერთდება პანელს "The Influence of Sports Icons in Gaming & Entertainment"-ს სადაც მასთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან ინდუსტრიის ექსპერტები, ლაშა მაჭავარიანი (SMH Global-ის დამფუძნებელი), დოქტორი მათიას კირშენჰოფერი (ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, Sport1 Medien) და ზურაბ მაღალაშვილი (მარკეტინგის დირექტორი, Flutter Entertainment).
ალესანდრო ნესტას ვიზიტთან დაკავშირებით SBC-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რასმუს სოიმარკმა კომენტარი გააკეთა: "ალესანდრო ნესტა თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. მისმა თამაშის სტილმა ხელახლა განსაზღვრა მცველის მნიშვნელობა და ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ ის იმავე პროგრესულ პერსპექტივას შემოიტანს SBC Summit Tbilisi-ზე."

1976 წელს რომში დაბადებულმა ალესანდრო ნესტამ ფეხბურთის ვარსკვლავობის გზა ახალგაზრდა ასაკში დაიწყო. პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 1993 წელს, 17 წლის ასაკში, ლაციოსთან გააფორმა. დედაქალაქურ კლუბში ცხრაწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, იტალიელმა სკუდეტოს, ორი იტალიის თასის, ორი იტალიის სუპერთასის, უეფას თასების მფლობელთა თასისა და უეფას სუპერთასის მოგება მოახერხა.
2002 წლის ზაფხულში ალესანდრო ნესტა მილანში გადავიდა. "როსონერიში" მან ორჯერ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ დაუუფლა სერია A-ს ტიტულს, მოიგო იტალიის თასი, ორი სუპერთასი, ორი უეფას სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი.
საერთაშორისო ასპარეზზე ნესტას იტალიის ნაკრებში დებიუტი 1996 წელს ჰქონდა. ეროვნულ ნაკრებთან ერთად სამ მსოფლიო ჩემპიონატზე და სამ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმამ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი მონაწილეობა შეაჩერა, ის მარჩელო ლიპის გუნდის წევრი იყო, რომელმაც გერმანიაში თასის მოგება მოახერხა, რამაც მას საერთაშორისო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა მოუტანა.
2012 წელს მილანიდან წასვლის შემდეგ, ალესანდრო ნესტამ თავისი საფეხბურთო კარიერა საზღვარგარეთ დაასრულა და შეუერთდა MLS-ის გუნდ მონრეალ იმპაქტს, ხოლო შემდეგ ინდოეთის სუპერლიგაში ჩენაინში გადავარგდა. პროფესიონალური ფეხბურთიდან ოფიციალურად 2014 წელს წავიდა. წარმატებული საფეხბურთო კარიერის შემდეგ ალესანდრო ნესტამ მწვრთნელობა დაიწყო. მისი პირველი თანამდებობა მაიამიში იყო, სადაც მთავარი მწვრთნელად იმუშავა. მოგვიანებით ის იტალიაში დაბრუნდა და სერია B-ს გუნდებს, პერუჯასა და ფროზინონეს ხელმძღვანელობდა. ალესანდრო ნესტას ბოლო გუნდი მონცა იყო.
SBC Summit 2025-ზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ.