სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაფა ნადალის და კარლოს ალკარასის ვარსკვლავური წყვილი ოლიმპიადას დაემშვიდობა.
დღევანდელ 1/4 ფინალურ მატჩში ესპანელები ამერიკულ წყვილს, კრაიჩეკს და რაჯიევ რამს დაუპირისპირდნენ.
თამაში დიდწილად ამერიკული წყვილის დომინაციის წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ორ სეტში 6:2 6:4 დასრულდა. მატჩი 1 საათს და 39 წუთს გაგრძელდა.
ბოლო გეიმში ესპანელებს უკუბრეიკის შესრულების შანსი ჰქონდათ, თუმცა მეტოქის მოწოდების მოგება მაინც ვერ მოახერხეს და ამერიკელებმა თამაში მეორე მატჩ-პოინტით დახურეს.
რაფა ნადალმა თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა ოლიმპიადაზე და შეიძლება, კარიერაშიც, ალკარასი კი ერთეულებში აგრძელებს ბრძოლას.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები