• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: კლასიკა US Open-ზე - შელტონმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა
ჩოგბურთიჩოგბურთი

VIDEO: კლასიკა US Open-ზე - შელტონმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

09 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კარლოს ალკარასმა აშშ-ის ღია პირველობაზე ჩემპიონის ტიტულის დაცვა ვერ შეძლო.


ესპანელი მეოთხედფინალში ბენ შელტონთან დრამატულ ხუთსეტიან მატჩში დამარცხდა, რომელიც ადგილობრივი დროით 03:34 საათზე დასრულდა. ეს ტურნირის ისტორიაში ყველაზე გვიან დასრულებული შეხვედრაა.


არტურ ეშის კორტზე შეკრებილი გულშემატკივრების დიდი ნაწილი ტრიბუნებზე ღამის ბოლომდე დარჩა და თანამედროვე კლასიკად ქცეულ მატჩს ადევნებდა თვალს. არაპროგნოზირებადი დაპირისპირება 4 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა.


მატჩი ნიუ იორკში დაახლოებით საღამოს 11 საათამდე ვერ დაიწყო, რადგან სამშაბათს გამართული წინა შეხვედრების გამო საღამოს სესიის დაწყება გადაიდო.


შეხვედრის დასრულების შემდეგ მე-8 ნომრად განთესილ შელტონს აღფრთოვანებული გულშემატკივრები ფეხზე წამოდგომითა და ოვაციებით შეხვდნენ.


ამერიკელმა 6:7 (5:7), 6:1, 6:3, 1:6, 7:6 (10:7) გაიმარჯვა და ისეთი მატჩი მოიგო, რომელიც დამსწრეებს დიდხანს ემახსოვრებათ.


ეს ომი იყო, ეპიკური და ფიზიკურად ძალიან რთული მატჩი.


,,კარლოსი მხოლოდ 23 წლისაა და უკვე ჩვენი სპორტის ერთ-ერთი უდიდესი ჩემპიონია.


ზოგჯერ უბრალოდ დაუჯერებელია, რასაც ის კორტზე აკეთებს. ეს ნამდვილად ყველაზე სასიამოვნო მატჩი იყო, რომელიც კარიერაში ჩამიტარებია“, - განაცხადა შელტონმა.


ეს შელტონის კარიერაში ყველაზე დიდი და, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.


მანამდე ამერიკელს მსოფლიოს რეიტინგის სამეულში მყოფი ჩოგბურთელი 17 მცდელობიდან არც ერთხელ არ ჰყავდა დამარცხებული. ამასთან, ესპანელ ალკარასთან ჩატარებული წინა სამივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა.


შელტონის გამარჯვებამ ასევე გაზარდა ამერიკელთა იმედი, რომ ნიუ იორკში კაცთა ერთეულთა თანრიგში 23-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ადგილობრივი ჩოგბურთელი გახდება ჩემპიონი.


როდესაც ენდი როდიკმა 2003 წელს აშშ-ის ღია პირველობა მოიგო, შელტონი ჯერ ერთი წლისაც არ იყო. ახლა კი უკვე გარანტირებულია, რომ ტურნირის ფინალში ამერიკელი ითამაშებს, პარასკევის ნახევარფინალში შელტონი ფრენსის ტიაფოს დაუპირისპირდება.


VIDEO: ამერიკული დრამა US Open-ზე - პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია


დიდი სლემის ტურნირების 7-გზის გამარჯვებულმა ალკარასმა 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მაჯის ტრავმის გამო ვერ ითამაშა, თუმცა დაბრუნების შემდეგ მოლოდინს გადააჭარბა.


მათ შორის, მერვედფინალში მე-20 ნომრად განთესილი ტომი პოლი დამაჯერებლად დაამარცხა და საუკეთესო 8 ჩოგბურთელს შორის გავიდა.


თუმცა, როგორც ჩანს, უმაღლესი დონის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობამ 23 წლის ესპანელზე საბოლოოდ მაინც იმოქმედა. შეხვედრა ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობდა, სავსე იყო თვალწარმტაცი გათამაშებებითა და ორივე ჩოგბურთელის საოცარი ფიზიკური შესაძლებლობების დემონსტრირებით.


საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად ჩოგბურთელებს დაძაბული 10-ქულიანი მატჩ-ტაიბრეიკის ჩატარება დასჭირდათ, რომელმაც ამ დრამატულ დაპირისპირებას შესაბამისი დასასრული მოუტანა.


ძალიან ახლოს ვიყავი გამარჯვებასთან. ამიტომ საბოლოოდ წაგების გამო იმედგაცრუებული არ ვიქნები.


,,ვამაყობ საკუთარი თავით და იმით, როგორ ვიბრძოლე. კორტს ღიმილით და, რაც მთავარია, ჯანმრთელი ვტოვებ, სწორედ ეს მჭირდებოდა“, - განაცხადა ალკარასმა.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ალკარასი
აშშ-ის ღია პირველობა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ამერიკული დრამა US Open-ზე - პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: ამერიკული დრამა US Open-ზე - პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: N1 - რა ისტორიული შედეგი დააფიქსირა რიბაკინამ?

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: N1 - რა ისტორიული შედეგი დააფიქსირა რიბაკინამ?
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ვინ შეხვდებიან ერთმანეთს US Open-ის ნახევარფინალში?

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ვინ შეხვდებიან ერთმანეთს US Open-ის ნახევარფინალში?
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: რეიტინგის ლიდერები - US Open-ის ქალთა ფინალი ცნობილია

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: რეიტინგის ლიდერები - US Open-ის ქალთა ფინალი ცნობილია
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

News image

09 სექ, 2026

VIDEO: ამერიკული დრამა US Open-ზე - პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია

News image

10 სექ, 2026

VIDEO: N1 - რა ისტორიული შედეგი დააფიქსირა რიბაკინამ?

News image

10 სექ, 2026

ვინ შეხვდებიან ერთმანეთს US Open-ის ნახევარფინალში?

News image

6 სთ წინ

VIDEO: რეიტინგის ლიდერები - US Open-ის ქალთა ფინალი ცნობილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება