-
Aa
+
ფონტის ზომა
ნეიმარმა რომარიოსთან პოდკასტში ბარსელონასა და რეალს შორის არჩევანზე ისაუბრა.
"არ ვნანობ, რომ რეალს ბარსელონა ვარჩიე. გადაწყვეტილება გულით მივიღე.
მე მესისთან ერთად თამაში მინდოდა. ბარსა იყო გუნდი, რომელიც მიყვარდა. რონალდინიოს ეპოქიდან ყოველთვის ვუყურებდი და ვამბობდი, რომ იქ თამაში მინდოდა და ასეც მოხდა.
ინტენსიური დღეები იყო. 2-3 დღე არ ვვარჯიშობდი, სახლიდან ოფისში დავდიოდი, რომ საკითხი გადაგვეწყვიტა. ერთი მხრიდან რეალის წარმომადგენლები მირეკავდნენ, მეორე მხრიდან - ბარსელონასი. ორივე პრეზიდენტი მესაუბრა. ორივე გუნდში თამაშს წარმოვიდგენდი, მაგრამ შემდეგ ჩემმა გულმა გადაწყვიტა, რომ ბარსელონა ამერჩია.
ჩემს კარიერაში არაფერს ვნანობ. ყველა შეცდომა, რაც დავუშვი, ჩემი არჩევანი იყო, რაც ზრდაში დამეხმარა, ამიტომ სანანებელი არაფერი მაქვს." - განაცხადა ბრაზილიელმა.
ნეიმარი კატალონიურ კლუბში 2013 წელს ბრაზილიური სანტოსიდან გადავიდა და იქ 2017 წლამდე ითამაშა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები