• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ნინძას დაბრუნება და სატიტულო ბრძოლა - ყველაფერი UFC 331-ის შესახებ
ქართულიქართული
UFCUFC

ნინძას დაბრუნება და სატიტულო ბრძოლა - ყველაფერი UFC 331-ის შესახებ

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლოს ანჯელესი დიდებისა და შესაძლებლობების ქალაქია და UFC, რომელიც აქ რვაწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ბრუნდება, მაყურებელს ცნობილი სახელებითა და სპორტსმენებით დაკომპლექტებულ ქარდს სთავაზობს.


UFC 331-ის ღონისძიების მთავარი ბრძოლა ჯოშუა ვანისა და ალეშანდრე პანტოჟას შორის საჩემპიონო რემატჩი იქნება. მათ მეორე შეხვედრას გულშემატკივრები განსაკუთრებით ელოდნენ მას შემდეგ, რაც პირველი დაპირისპირება ნაადრევად დასრულდა.


ღონისძიებაზე ყველა გემოვნების გულშემატკივრისთვის მოიძებნება საინტერესო ბრძოლა, მათ შორის, უმსუბუქესი წონის პრეტენდენტების უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება.


UFC-ის ოფიციალური გვერდი ღონისძიების პრევიუს გვთავაზობს:


მთავარი ბრძოლა: ჯოშუა ვანი - ალეშანდრე პანტოჟა


მთავარი ქარდის სხვა ბრძოლები:


არმან ცარუკიანი - მაურისიო რუფი

პატრისიო პიტბული - დუ ჰო ჩოი

ალონზო მენიფილდი - ივო ბარანიევსკი

გეიბლ სტივსონი - შონ შარაფი


წინასწარი ქარდის ბრძოლები:


მარლონ ვერა - შარლ ჟურდენი

ტაი ტუივასა - რობელის დესპაინი

მაიკლ ასველ უმცროსი - ჯუსანგ იუ

რაიან განდრა - ოზი დიასი

ედმენ შაჰბაზიანი - ბრუნო ფერეირა

კეისი ო’ნილი - ედუარდა მოურა

გიგა ჭიკაძე - ჟოანდერსონ ბრიტო


უმსუბუქესი წონის საჩემპიონო ბრძოლა: ჯოშუა ვანი - ალეშანდრე პანტოჟა



UFC 323-ზე მათი პირველი შეხვედრიდან 9 თვის შემდეგ, რომელიც ტრავმის გამო ნაადრევად შეწყდა, უმსუბუქესი წონის ჩემპიონი ჯოშუა ვანი და ყოფილი ჩემპიონი ალეშანდრე პანტოჟა ოქტაგონში მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ამჯერად გარემოებები სრულიად განსხვავებულია.


2 წლის წინ ვანი UFC 306-ზე ჩარლზ ჯონსონთან ნოკაუტით მარცხის შემდეგ მივიდა და Sphere-ზე გამართულ ღონისძიებაზე გამძლე მექსიკელ ედგარ ჩაირესს დაუპირისპირდა. ვანმა ეს ბრძოლა მოიგო, შემდეგ კი კიდევ 4 გამარჯვებას მიაღწია და პანტოჟასთან საჩემპიონო ბრძოლის უფლება მოიპოვა.


ვანმა ქამარი მას შემდეგ დაისაკუთრა, რაც ბრაზილიელმა ბრძოლის დაწყებიდან 26 წამში იდაყვის ტრავმა მიიღო. მოგვიანებით კი მან ტიტული UFC 328-ზე წარმატებით დაიცვა და ტაცურო ტაირა მე-5 რაუნდში დაამარცხა.


დეკემბერში მიღებულ ტრავმამდე პანტოჟა დივიზიონის დომინანტურ ძალად გამოიყურებოდა. მან ტიტული ზედიზედ 4-ჯერ წარმატებით დაიცვა, მათ შორის კაი ასაკურა და კაი კარა-ფრანსი ერთმანეთის მიყოლებით საბმიშენით დაამარცხა და საერთო მოგებათა სერია 8 ბრძოლამდე გაზარდა.


ახლა 36 წლის ბრაზილიელი შეეცდება, გახდეს ისტორიაში მე-3 მებრძოლი, რომელმაც მსუბუქი წონის ჩემპიონობა 2-ჯერ მოიპოვა და დაამტკიცოს, რომ ტრავმა რომ არა, ქამარი მის მფლობელობაში დარჩებოდა.


ამჯერად ამ დაპირისპირებას განსხვავებული ხასიათი აქვს. გასულ წელს ვანი დივიზიონის მწვერვალისკენ ზღაპრული სვლით მიიწევდა. ახლა კი მას ნიუარკში ტაირასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დამატებითი თავდაჯერება აქვს. ამავდროულად, პანტოჟასაც ახალგაზრდა ჩემპიონის მსგავსად ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.


ყველაფერი მზად არის სანახაობრივი რემატჩისთვის, რომელიც ან საბოლოოდ დაასრულებს მათ მეტოქეობას, ან მომავალში ტრილოგიისთვის შექმნის საფუძველს.


არმან ცარუკიანი - მაურისიო რუფი


საღამოს მთავარ თანაბრძოლაში არმან ცარუკიანი და მაურისიო რუფი მსუბუქ წონაში იშვიათ, არასაჩემპიონო 5-რაუნდიან დაპირისპირებაში შეხვდებიან ერთმანეთს. ბევრი ვარაუდობს, რომ გამარჯვებული მომავალში ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მიიღებს.


ცარუკიანი ოქტაგონში პირველად ბრუნდება მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში, ყატარში, დენ ჰუკერი დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან მოგებათა სერია 5 ბრძოლამდე გაზარდა, ხოლო UFC-ში მისი საერთო შედეგი 10 მოგება და 2 მარცხი გახდა.


ნიჭიერი სომეხი მებრძოლი ჰუკერთან გამარჯვების შემდეგ აქტიურობას ინარჩუნებდა და ყოველთვიურად გრეპლინგის შეხვედრებში მონაწილეობდა, რითაც საკუთარი ცნობადობაც კიდევ უფრო გაზარდა.


ლოს ანჯელესში რუფის დამარცხებით ცარუკიანი შეეცდება, კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ დივიზიონის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.


დინამიკურმა ბრაზილიელმა წელს 2 დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მას შემდეგ, რაც მოსამზადებელი პროცესი ავსტრალიაში გადაიტანა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან ერთად დაიწყო მუშაობა.


თებერვალში რუფიმ რაფაელ ფიზიევი მე-2 რაუნდში დაამარცხა, ივნისში კი თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ზე მაიკლ ჩენდლერს აშკარა უპირატესობით სძლია.


ამ ბრძოლაში განსხვავებული სტილების დაპირისპირება გვაჩვენებს, რამდენად გააუმჯობესა რუფიმ თეიქდაუნებისგან თავდაცვა, ამიტომ შეხვედრა თავიდან ბოლომდე საინტერესო და სანახაობრივი უნდა გამოვიდეს.


მართალია, გამარჯვებულისთვის დაუყოვნებლივი საჩემპიონო ბრძოლის მიღება გარანტირებული არ არის, თუმცა ორივე მებრძოლისთვის გამარჯვება უდიდესი მნიშვნელობის იქნება და მათ დივიზიონის ტიტულის შესაძლო პრეტენდენტთა მოკლე სიაში მოაქცევს.


გიგა ჭიკაძე - ჟოანდერსონ ბრიტო


ქართველი გიგა ჭიკაძე და ჟოანდერსონ ბრიტო ამ უქმეებზე ლოს ანჯელესში ღონისძიების გახსნას ჩაბარებენ. ორივე მებრძოლი ამ შეხვედრას განსხვავებული მდგომარეობით ხვდება.


ჭიკაძე ოქტაგონში პირველად გავა მას შემდეგ, რაც 2025 წლის ბოლო ღონისძიებაზე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა. ბრიტომ კი ბოლო ბრძოლაში ჯორდან ლივიტს სწრაფად მოუღო ბოლო.


ამ შეხვედრის გამარჯვებულს რეიტინგში ადგილის მოპოვების სერიოზული არგუმენტი ექნება, თუმცა ტალანტებით სავსე 145-ფუნტიან დივიზიონში საუკეთესო 15 მებრძოლს შორის მოხვედრა სულ უფრო რთული ხდება.


ვინ არის ჟოანდერსონ ბრიტო? - გაიცანი გიგა ჭიკაძის მეტოქე


UFC 331-ის ღონისძიება 20 სექტემბერს 01:30 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

არმან ცარუკიანი
გიგა ჭიკაძე
MMA

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მეოთხე ოპერაცია და მხედველობის დაკარგვის რისკი: რა ემუქრება ბრიტანელ მებრძოლს

•UFC

UFC

მეოთხე ოპერაცია და მხედველობის დაკარგვის რისკი: რა ემუქრება ბრიტანელ მებრძოლს
•UFC

UFC

როდის და ვისთან იბრძოლებს ალექსანდრე თოფურია?

•ქართული

ქართული

როდის და ვისთან იბრძოლებს ალექსანდრე თოფურია?
•ქართული

ქართული

როდის დაბრუნდება ილია თოფურია? - მწვრთნელის კომენტარი

•ქართული

ქართული

როდის დაბრუნდება ილია თოფურია? - მწვრთნელის კომენტარი
•ქართული

ქართული

რა პასუხი გასცა ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიას?

•ქართული

ქართული

რა პასუხი გასცა ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიას?
•ქართული

ქართული

News image

16 სექ, 2026

მეოთხე ოპერაცია და მხედველობის დაკარგვის რისკი: რა ემუქრება ბრიტანელ მებრძოლს

News image

16 სექ, 2026

როდის და ვისთან იბრძოლებს ალექსანდრე თოფურია?

News image

16 სექ, 2026

როდის დაბრუნდება ილია თოფურია? - მწვრთნელის კომენტარი

News image

3 სთ წინ

რა პასუხი გასცა ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიას?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება