მანუელ ნოიერი ბაიერნთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
Sky Sport-ის ინფორმაციით, 40 წლის მეკარემ კლუბთან ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე შეათანხმა.
შეთანხმების ხელმოწერა კიოლნთან მატჩამდე იგეგმება — ეს იქნება მიუნხენელთა ბოლო საშინაო შეხვედრა მიმდინარე სეზონში, რომელიც შაბათს, 16 მაისს გაიმართება.
ასევე ცნობილია, რომ იონას ურბიგი ბაიერნის მეორე მეკარედ დარჩება და მოსალოდნელია, რომ მას მეტი სათამაშო დრო მიეცემა. გუნდში რჩება სვენ ულრაიხიც.
მიმდინარე სეზონში აქტიურად იწერებოდა, რომ ნოიერი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობდა და კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობდა.