• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ნორვეგია - ბრაზილიის ყველაზე უხერხული მეტოქე ?
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ნორვეგია - ბრაზილიის ყველაზე უხერხული მეტოქე ?

03 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მიმდინარე მსოფლიო თასის მესამე მერვედფინალში ბრაზილია ისტორიულად თავის ყველაზე უხერხულ მეტოქეს, ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 


ნორვეგია ერთადერთი მეტოქეა, რომლის წინააღმდეგაც სელესაოს ერთზე მეტჯერ უთამაშია და გამარჯვება არასდროს მოუპოვებია, მეტიც, სამხრეთამერიკელების და ვიკინგების გზები სხვადასხვა წლებში ოთხჯერ გადაკვეთილა - ორ შემთხვევაში შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ორჯერ სკანდინავიელებმა იმარჯვეს.


ნორვეგიისა და ბრაზილიის პირველი შეხვედრის გასახსენებლად შორეულ 1988 წელს დავუბრუნდეთ, კერძოდ ოსლოში. სკანდინავიელებმა რომარიოს სელესაოს ულევოლის სტადიონზე უმასპინძლეს - ამხანაგური შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. 


ნორვეგია 1:1 ბრაზილია. ოსლო. 1988.


ცხრა წლის შემდეგ ბრაზილიელები კიდევ ერთხელ ეწვივნენ ოსლოს. ამჯერად ვარსკვლავური შემადგენლობით - ტაფარელი, კაფუ, რობერტო კარლოსი, დუნგა, რომარიო, რონალდო და სხვები. ნორვეგიელები არც მარიო ზაგალოს გუნდს შეუშინდნენ - მეტიც, ეგილ ოლსენის გუნდმა ბრაზილია 4:2 დაამარცხა. ფეიერული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იყო ერლინგ ჰალანდის მამა, ალფ-ინგე ჰოლანდი, ხოლო შეცვლაზე შემოვიდა ნორვეგიელთა დღევანდელი თავკაცი სტალე სოლბაკენი.


რონალდო და ალფ-ინგე ჰოლანდი. ნორვეგია 4:2 ბრაზილია. ოსლო. 1997.


ოსლოური მატჩიდან ერთ წელიწადში სამხრეთამერიკელები და სკანდინავიელები ერთმანეთს კიდეც ერთხელ გადაეყარნენ, ამჯერად საფრანგეთში გამართული მსოფლიო თასის A ჯგუფში - ბოლო ტურის წინ ბრაზილია 6 ქულით ლიდერობდა ცხრილს, სელესაოს ნორვეგია მოსდევდა 2 ქულით, ხოლო ნორვეგიას მაროკო და შოტლანია თითო ქულით ჩამორჩებოდნენ. 


მაროკომ შოტლანდია 3:0 გაანადგურა, ხოლო მარსელში ბრაზილიის სუპერ გუნდი ნორვეგიას დაუპირისპირდა. მატჩში ანგარიში 78-ე წუთზე ბებეტომ გახსნა, ნორვეგიელები სახლში გამგზავრებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ნორვეგიელებს იმედი წინა წლის მატჩის გმირმა, ტორე ანდრე ფლომ დაუბრუნდა - 83-ე წუთზე ნორვეგიელმა სტიგ ინგე ბიორნებიუს ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ ჟუნიორ ბაიანო ჩამოიტოვა და ტაფარელს შორეულ კუთხეში გაუტანა. 


გამათანაბრებელი გოლიდან ექვს წუთში ფლომ კიდევ ერთხელ აჯობა ჯუნიორ ბაიანოს - ამჯერად ნორვეგიელმა თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა. პლეი-ოფში გამსვლელი დარტყმა კეტილ რეკდალმა შეასრულა - 2:1.


ნორვეგია მერვედფინალში იტალიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა, ხოლო ბრაზილია ფინალამდე მივიდა, სადაც მასპინძელ საფრანგეთთან განადგურდა.


რიკდალის გოლი ტაფარელის კარში. ნორვეგია 2:1 ბრაზილია. მარსელი. მსოფლიო თასი 1998.


ბრაზილიელებისა და ნორვეგიელების ბოლო შეხვედრა 2006 წლის ზაფხულში, კვლავ ოსლოში შედგა - სელესაომ ნავსი ვერც მეოთხე ცდაზე გატეხა. მორტენ გამსტ პეტერსენის გოლს დანიელ კარვალიომ უპასუხა - ამხანაგური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.


ედმილსონი და ოლე-გუნარ სულშერი. ნორვეგია 1:1 ბრაზილია. ოსლო. 2006.


კარლო ანჩელოტის გუნდი ნორვეგიის წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს 6 ივლისს გამართავს - მატჩი ნიუ ჯერსიში, მეტლაიფ სთედიუმზე გაიმართება და თბილისის დროით 00:00-ზე აიღებს სტარტს.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბრაზილია
მსოფლიო ჩემპიონატი
ჰალანდი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

10 დაუჯერებელი ფაქტი დე ლა ფუენტეს მასტერკლასიდან

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

10 დაუჯერებელი ფაქტი დე ლა ფუენტეს მასტერკლასიდან
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

იამალმა ტრავმა მიიღო?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

იამალმა ტრავმა მიიღო?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ტუხელი დარწმუნებულია რომ მესის შეჩერებას შეძლებს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ტუხელი დარწმუნებულია რომ მესის შეჩერებას შეძლებს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შირერი ინგლისის წარმატებაში დარწმუნებულია

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შირერი ინგლისის წარმატებაში დარწმუნებულია
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

1 სთ წინ

10 დაუჯერებელი ფაქტი დე ლა ფუენტეს მასტერკლასიდან

News image

38 წთ წინ

იამალმა ტრავმა მიიღო?

News image

33 წთ წინ

ტუხელი დარწმუნებულია რომ მესის შეჩერებას შეძლებს

News image

14 წთ წინ

შირერი ინგლისის წარმატებაში დარწმუნებულია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება