ნორვეგიამ კოტ დ’ივუარს 2:1 მოუგო და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა.
აფრიკულმა ნაკრებმა, რომელიც პირველად გავიდა ჯგუფიდან, რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, თუმცა მატჩის მიწურულს ერლინგ ბრაუტ ჰალანდის გოლმა საბოლოოდ გადაწყვიტა შეხვედრის ბედი და კოტ დ’ივუარმა ვეღარ შეძლო თავისი შთამბეჭდავი სერიის (6 მოგება, 1 ფრე) გაგრძელება ტურნირის გადამწყვეტ ფაზაში.
როდესაც პირველი ტაიმი უფერულ ფრეს უახლოვდებოდა, ანტონიო ნუსა ნამდვილი შედევრით გამოირჩა, მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ბურთი ულამაზესი დარტყმით იაჰია ფოფანას კარში გაახვია.
მეორე ტაიმში ამად დიალომ ნორვეგიის დაცვა ბრწყინვალედ გაარღვია და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.
თუმცა მაშინ, როდესაც თითქოს ინიციატივა კოტ დ’ივუარის მხარეს გადავიდა, ჰალანდი პატრიკ ბერგის გადაცემას საჭირო ადგილზე დახვდა და ბურთი ახლო მანძილიდან კარში შეაგდო, ნორვეგიამ კი მატჩი მოიგო.
ნორვეგიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მე-5 გოლი გაიტანა და ლიონელ მესის 1 გოლით ჩამორჩება.
ახლა ნორვეგიას ბევრად რთული გამოცდა ელოდება, რასაც კარლო ანჩელოტის ბრაზილიასთან დაპირისპირება ჰქვია.