ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ო, პარტიზანე! ო, შამპიონე! - გორგილაძის ბლოგი
კალათბურთიკალათბურთი

ო, პარტიზანე! ო, შამპიონე! - გორგილაძის ბლოგი

03 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევრობასკეტი დაიწყო და პარკეტები აჭრაჭუნდა, მაგრამ მე რა უნდა გითხრათ ახალი და საინტერესო, კალათბურთში ვერ ვერკვევი. ვერც სხვა ამბებში ვერკვევი, მაგრამ კალათბურთში საერთოდ ვერა.


წესები ვიცი საყველპუროდ.


კალათში ბურთის ჩაგდების მიღმა მხოლოდ ის მსმენია, რომ არსებობს გარბენი, მაგრამ ისიც მსმენია, რომ კალათბურთის მექაში, NBA-ში გარბენს სხვაგვარად უყურებენ და ევროპაში სხვაგვარად აკვირდებიან - უფრო ყურადღებით და აზიზად.


ვიცი, რომ არსებობს 3 ქულიანები და 2 ქულიანები. 1 ქულიანებიც არსებობს, ოღონდ ეგ საჯარიმო სროლაა.


პერსონალურებსა და გუნდურ ჯარიმებში ვერ გავერკვიე და არც ვცდილობ.


ზონას რომ ახსენებენ ვჩუმდები და თავს ვიქნევ. ზონა, აბა რა.


ჯორდანი ვიცი, მაგრამ ჯორდანი ყველამ იცის.

ნიკა ესებუასგან ვიცი ალან აივერსონი, მაგრამ მაგის თამაში არ მინახავს.

ქარიმ აბდულ ჯაბარიც ვიცი, ოღონდ სანდრო რაჩკოვსკისგან და რო რამე სუფრაზე ერთ-ორ ამბავსაც მოვყვები მასზე.


შაკილ ო’ნილიც ვიცი და პარკეტზე უფრო ხშირად ერთ ნაკლებად ცნობილ და საკმაოდ წარუმატებელ საბავშო ფილმში მინახავს - „კაზამი“, რომლის ვიდეოკასეტაც საიდანღაც იშოვა ჩემმა ძმამ და ალბათ 200-ჯერ მაინც მექნება ნანახი. შაკი მანდ თამაშობს ჯინის როლს.


ბავშვობაში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალებს გადმოსცემდნენ და უთენია ვიღვიძებდი ხოლმე. რა მრჯიდა არ ვიცი, მაგრამ რაღაი ვიღვიძებდი, ესეიგი ჩემი არჩევანი იყო და ეგ ჭაბუკი კაცისთვის უკვე განაცხადია. ერთმანეთს ერკინებოდნენ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ და „დეტროიტ პისტონსი“. ტბელების რიგებში ირიცხებოდა კობი ბრაიანტი და მეტოქის ყოფას სტირობდა. ტყუილად კი არ მიეცათ მისთვის ზედგამოჭრილი თიკუნი - შავი მამბა - სწრაფი, მოუხელთებელი, ფეთქებადი და ზუსტი კაცი იყო ცხონებული.


ბედი ოხერი რამაა და კარგი იუმორი აქვს. ეს კალათბურთში გაუთვიცნობიერებელი კაცი ცხოვრების გზებმა, თიკო ბასილაშვილის მონდომებამ და აჭარაბეთარენას ჩანაფიქრმა ბელგრადში წამიყვანა - ქალაქში, სადაც კალათბურთი ლამის სიწმინდედ აქვთ გამოცხადებული და ორი ისეთი გუნდი ჰყავთ, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ მტრობენ ერთმანეთს. მიმიქარავს მონტეგები და კაპულეტები. თვითონ ქალაქიც, რაღაცნაირად ორადაა გაყოფილი. პარკს იქითა ნაწილი „ცრვენა ზვეზდას“ ანუ „წითელ ვარსკვლავს“ ეკუთვნის, პირაქეთა ქალაქი კიდევ „პარტიზანის“ და მისი ქომაგებისაა.


მე დერბიზე არ ვყოფილვარ. ამბობენ ეგ ცალკე განკითხვის დღეა ხოლმე ქალაქშიო. სამაგიეროდ დავესწარი „პარტიზანისა“ და ,,მადრიდის რეალის“ შეჯახებას და არც ეგ აღმოჩნდა ნაკლები სანახაობა.


ჯერ იყო და 20 ათასიანი სტადიონის რიგებში ჩამწკრივდნენ ოჯახები, მეგობრები, შეყვარებულები, დაქორწინებულები და განქორწინებულები. რიგში დგომისას იყვნან წყნარად და დასთამაშებდათ სახეზე ღიმილი.


თამაშის დაწყებამდეც მღეროდნენ თავიანთი გუნდის ჰიმნსა და „ბელა ჩაოს“. მღეროდა ყველა - დიდი, პატარა, შუახნისადა მოხუცი. მღეროდნენ გრძნობით. ზოგს დახუჭული ჰქონდა თვალები. ისეთი განცდა რჩებოდა ჩემნაირ, უცხო მიწიდან ჩასულ კაცს, რომ კი არ უმღეროდნენ, არამედ უგალობდნენ გუნდს. ყველაფერი იყო კარგად და არაფერი მოასწავებდა ქარიშხალს, მაგრამ როგორც ჟანრის კანონი მოითხოვს, ღელვა მოვარდა მოულოდნელად და არსაიდან, რაწამსაც მადრიდის „რეალის“ პირველმა კალათბურთელმა გააჭრაჭუნა პარკეტი.


მერე დაიწყო და აღარც გაჩერებულა.


სიმღერით აგინეს ყველას. ქვეყნის პრემიერ ვუჩიჩით დაწყებული, „რეალის“ ექიმით დამთავრებული.


სათითაოდ მოიკითხეს ყველა მოწინააღმდეგე მოთამაშე და ერთს, სერხიოს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს - დედა აგინეს პოლიფონიური წარმოდგენით, თან ყველა ჟანრში - ფოლკლორული, საოპერო, როკის, ჯაზისა და ტექნოს დახმარებით.


„პარტიზანმა“ ბოლო წამზე წააგო და ნაგინებმა სერხიომ ერთიანად იყარა ჯავრი - ლამის იცეკვა.


ამაზე კანიდან ამოძვრნენ.


თამაში დამთავრდა, ხალხმა დარბაზი დატოვა და ფეხით გაემართნენ სახლებისკენ. ისინი მიაბიჯებდნენ ჩუმად, თითქოს მთელი ის დამანგრეველი ენერგია, რომელიც დარბაზს აზანზარებდა, ერთიანად დახარჯეს.


ვისაც კალათბურთი უყვარს, მე მგონი, ერთხელ მაინც უნდა ჩავიდეს ბელგრადში და ამ რუზრუზის მონაწილე გახდეს.


ამ ამბავს კი მხოლოდ იმიტომ მოვყევი, რომ ევრობასკეტი მიდის და მე ევრობასკეტზე ვერაფერს ვწერ. არაფერი მესმის და იმიტომ. სანდრო რაჩკოვსკი ჰყვება ხოლმე კარგად აჭარაბეთარენაზე და იმას მოუსმინეთ. მეც მაგას ვუსმენ.


აბა, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ბურთი უნდა აიღო, ციმციმ ატარო ისე, რომ გარბენი არ გამოგივიდეს და მოწინააღმდეგის კალათში ჩააგდო. მეტს ნუ მომთხოვთ.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

დათო გორგილაძე

დათო გორგილაძე

გორგილაძის ბლოგი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

გადაფრენა პაკისტანზე და უკან

•
•სხვა სპორტი
გადაფრენა პაკისტანზე და უკან
•
•სხვა სპორტი

შიშის ზარები - გორგილაძის ბლოგი

•
•ქართული
შიშის ზარები - გორგილაძის ბლოგი
•
•ქართული

არც ისე კარგი, არც ისე ცუდი და არც ისე ბოროტი - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
არც ისე კარგი, არც ისე ცუდი და არც ისე ბოროტი - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი

ფეხბურთი რომ არ არსებობდეს - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
ფეხბურთი რომ არ არსებობდეს - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი
News image

02 ოქტ, 2025

გადაფრენა პაკისტანზე და უკან

News image

21 ოქტ, 2025

შიშის ზარები - გორგილაძის ბლოგი

News image

16 სექ, 2025

არც ისე კარგი, არც ისე ცუდი და არც ისე ბოროტი - გორგილაძის ბლოგი

News image

30 ოქტ, 2025

ფეხბურთი რომ არ არსებობდეს - გორგილაძის ბლოგი

კომენტარები