• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ოჯახური მიზეზების გამო - კამპლმა ლაიფციგთან კონტრაქტი გაწყვიტა
ფეხბურთიფეხბურთი

ოჯახური მიზეზების გამო - კამპლმა ლაიფციგთან კონტრაქტი გაწყვიტა

05 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კევინ კამპლის კონტრაქტი ლაიფციგთან ვადაზე ადრე შეწყდა.


ფეხბურთელმა გუნდიდან წასვლა ოჯახური მიზეზების გამო მოითხოვა, რადგან სამწუხაროდ, მისი ძმა ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.


„ბოლო თვეები ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ემოციური იყო და ღრმა მწუხარებით იყო აღსავსე. ჩემი ძმის უეცარმა დაკარგვამ დამანახა, რამდენად ძვირფასია დრო და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გატარება ყველაზე ახლობელ ადამიანებთან.


ამდენი წლის შემდეგ მივხვდი, რომ სახლში დაბრუნების დრო დადგა, ასევე იმიტომ, რომ მამაჩემი ჯანმრთელობის მხრივ კარგად არ არის და მინდა, მასთან მეტი დრო გავატარო. ეს არის დრო, რომელსაც უკან ვეღარასდროს დაიბრუნებ.“


ლაიფციგმა და კევინ კამპლმა ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტეს მისი კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რომელიც ძალაში 2026 წლის 31 იანვარს შევა.


როგორც აღვნიშნეთ, 35 წლის ფეხბურთელმა ეს სურვილი ოჯახური მიზეზების გამო გამოთქვა, ხოლო ლაიფციგმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.


კამპლი 2017 წლის ზაფხულში ლევერკუზენიდან გადავიდა ლაიფციგში და მომდევნო რვა წელიწად-ნახევრის განმავლობაში კლუბის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა.


სლოვენიელი ფეხბურთელი მრავალი სეზონის განმავლობაში ნახევარდაცვის ცენტრალურ საყრდენს წარმოადგენდა, გუნდში დიდ პასუხისმგებლობას იღებდა და ლაიფციგის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიმბოლოდ იქცა.


კამპლმა რედ ბულის გუნდის მაისურით ჯამში 283 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რითაც კლუბის ისტორიაში გამოსვლების რაოდენობით მეექვსე ადგილზეა. ნახევარმცველმა 13 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.


მისი კარიერის მნიშვნელოვან მიღწევებს შორისაა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა, გერმანიის თასის (DFB-Pokal) მოგება 2022 და 2023 წლებში, ასევე სუპერთასის მოპოვება 2023 წელს.


კევინ კამპლის ოფიციალური გაცილება 17 იანვარს გამართულ საშინაო მატჩში, მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ მოეწყობა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლაიფციგი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბენჟამინ შეშკომ არჩევანი გააკეთა, ჯერი კლუბებზეა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბენჟამინ შეშკომ არჩევანი გააკეთა, ჯერი კლუბებზეა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბუნდესლიგა იწყება - მოქმედი ჩემპიონი ლაიფციგს უმასპინძლებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბუნდესლიგა იწყება - მოქმედი ჩემპიონი ლაიფციგს უმასპინძლებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: კეინის ჰეთ-თრიქი და ოლისეს დუბლი - ბაიერნმა ლაიფციგი გაანადგურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: კეინის ჰეთ-თრიქი და ოლისეს დუბლი - ბაიერნმა ლაიფციგი გაანადგურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნიუკასლმა ლაიფციგს შეშკოს თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნიუკასლმა ლაიფციგს შეშკოს თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

06 აგვ, 2025

ბენჟამინ შეშკომ არჩევანი გააკეთა, ჯერი კლუბებზეა

News image

22 აგვ, 2025

ბუნდესლიგა იწყება - მოქმედი ჩემპიონი ლაიფციგს უმასპინძლებს

News image

22 აგვ, 2025

VIDEO: კეინის ჰეთ-თრიქი და ოლისეს დუბლი - ბაიერნმა ლაიფციგი გაანადგურა

News image

02 აგვ, 2025

ნიუკასლმა ლაიფციგს შეშკოს თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება