მანუელ პელეგრინიმ ბეტისთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
72 წლის ჩილელი სპეციალისტი გუნდს 2027 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.
პელეგრინიმ ბეტისი 2020-ში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2022 წელს ესპანეთს თასი მოიგო, გასულ სეზონში კი კონფერენც ლიგის ფინალამდე მივიდა, სადაც ჩელსისთან 1:4 დამარცხდა.
მანუელ პელეგრინი ბეტისის მწვრთნელებს შორის აბსოლუტური რეკორდსმენია ლა ლიგასა და ევროტურნირებზე მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით.