ნაპოლი აცხადებს, რომ კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გახდა.
,,ალეგრიმ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის შემდეგ, რომლის განმავლობაში 1997/98 წლების სეზონში ნაპოლის მაისურიც მოირგო, მაქს ალეგრიმ სამწვრთნელო საქმიანობა 2003/04 სეზონში ალიანეზეში დაიწყო.
2007/08 სეზონში მან სასუოლო ისტორიაში პირველად აიყვანა სერია B-ში და იმავე წელს სერია C1-ის სუპერთასიც მოიგო.
რამდენიმე თვის შემდეგ ალეგრის დებიუტი შედგა სერია A-ში კალიარის მთავარი მწვრთნელის რანგში, სადაც გუნდი მე-9 ადგილზე გაიყვანა და „ოქროს სკამის“ (Panchina d’Oro) ჯილდოც მოიპოვა.
2010 წელს ის მილანს ჩაუდგა სათავეში, სადაც კლუბს მე-18 სკუდეტო და იტალიის მე-6 სუპერთასი მოაგებინა.
2014-2019 წლებში ალეგრი იუვენტუსს წვრთნიდა და ზედიზედ 5 ჩემპიონობა, 4 იტალიის თასი და 2 იტალიის სუპერთასი მოიგო.
ამ პერიოდში მან ტურინელები ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც 2-ჯერ გაიყვანა. ორწლიანი პაუზის შემდეგ ალეგრი კვლავ იუვენტუსში დაბრუნდა და 2024 წელს მე-5 იტალიის თასი მოიგო.
გასულ სეზონში კი ის კვლავ მილანს წვრთნიდა და სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა.
გულთბილად მივესალმებით ჩვენს ახალ მთავარ მწვრთნელს, მაქს ალეგრის!" - წერია კლუბის განცხადებაში.
ალეგრიმ ნაპოლის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტე შეცვალა.