ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა.
საარჩევნო კომისიის სხდომაზე ოფიციალურად დადასტურდა იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებმაც წარდგენილი ხელმოწერების გადამოწმების ეტაპი წარმატებით გაიარეს.
პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ორი მთავარი ფავორიტი აგრძელებს:
ჟოან ლაპორტა: მან მხარდასაჭერად 8170 ხელმოწერა წარადგინა, საიდანაც კომისიამ 7226 დაამტკიცა.
ვიქტორ ფონტი: წარდგენილი 5144 ხელმოწერიდან ვალიდურად 4440 იქნა მიჩნეული.
არჩევნებს მიღმა დარჩა ბარსელონას აღზრდილი მარკ სირია. მან 2845 ხელმოწერა შეაგროვა, თუმცა კომისიამ მხოლოდ 2247 დაამტკიცა. კანდიდატად დარეგისტრირებისთვის მინიმუმ 2337 ხელმოწერა იყო საჭირო, რის გამოც სირიას 90 ხელმოწერა დააკლდა და ის საარჩევნო მარათონს გამოეთიშა.
ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს გაიმართება.