მანჩესტერ იუნაიტედმა ბრაიან მბემოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
ტრანსფერის თანხამ 71 მილიონი ფუნტი შეადგინა, საიდანაც 65 მილიონი ფიქსირებულია და გადახდილი იქნება ოთხ ნაწილად, კიდევ 6 მილიონი კი ბონუსებზე იქნება დამოკიდებული.
გასულ სეზონში მბემომ ბრენტფორდის მაისურით პრემიერ ლიგის 38 მატჩში 20 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ამ ზაფხულს ეს მანჩესტერის მეორე ტრანსფერია - აქამდე გუნდმა ვულვზიდან 62.5 მილიონ ფუნტად მათეუს კუნია დაიმატა.