ლივერპული ადასტურებს, რომ იბრაჰიმა კონატე ამ ზაფხულში, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, კლუბს დატოვებს.
ცენტრალური მცველი ივნისის ბოლოს ენფილდიდან წავა, რითაც „წითლებში“ გატარებულ მის ხუთწლიან პერიოდს დაასრულებს.
კონატე ლივერპულმა 2021 წლის ზაფხულში ლაიფციგიდან დაიმატა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 183 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლივერპულს პრემიერ ლიგის ჩემპიონის მედლით დატოვებს, რომელიც 2024-25 წლების სეზონში ტიტულის მოგებაში შეტანილი წვლილისთვის დაიმსახურა.
ასევე, მის ანგარიშზეა FA თასის, 2-ჯერ კარაბაო თასისა და ქომუნითი შილდის გამარჯვებები.
,,კონატე კლუბს დატოვებს ჩვენი მადლიერებითა და პატივისცემით იმ წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა გუნდის წარმატებაში. ლივერპულის ყველა თანამშრომელი და გულშემატკივარი მას მომავალ კარიერაში წარმატებებს უსურვებს." - წერია კლუბის განცხადებაში.