მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური განცხადებით კლუბმა ფრანგული ლილიდან ლენი იორო დაიმატა.
ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერში 62 მილიონი ევრო გადაიხადა, 18 წლის მოთამაშემ კი ახალ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
"მე ვიცი ახალგაზრდა მოთამაშეების ისტორია მან იუნაიტედში და ვგრძნობ, რომ ეს შეიძლება იდეალური ადგილი იყოს ჩემი პოტენციალის გამოვლენისა და ამბიციების მიღწევისთვის." - განაცხადა ფრანგმა მცველმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
მანჩესტერს კონკურენციას იოროს გადაბირებაში რეალი უწევდა, თავად მოთამაშესაც სამეფო კლუბში თამაში უნდოდა, თუმცა მადრიდელებს იმ მოთამაშეში, რომელსაც მომავალ წელს კონტრაქტი ეწურებოდა, დიდი თანხის გადახდა არ სურდათ.
ლილი თავის მცველს უთამაშებლობით და ტრიბუნაზე გაშვებით ემუქრებოდა