ტოტენჰემმა განელი შემტევის, მოჰამედ კუდუსის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ფეხბურთელი კლუბს ვესტ ჰემიდან 55 მილიონ ფუნტად შეუერთდა.
კუდუსი სპურსთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. რამდენიმე კლუბისგან არსებული ინტერესის მიუხედავად, მას კარიერის გაგრძელება მხოლოდ ჩრდილოეთ ლონდონში სურდა.
24 წლის მოჰამედ კუდუსი ვესტ ჰემს აიაქსიდან 2023 წლის ზაფხულში 43 მილიონ ევროდ შეუერთდა.
პრემიერ ლიგაში გამართულ 65 მატჩში ფეხბურთელმა 13 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.