• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ოფიციალურად: ნუნუ ესპირიტუ სანტუ ვესტ ჰემში რჩება!
ფეხბურთიფეხბურთი

ოფიციალურად: ნუნუ ესპირიტუ სანტუ ვესტ ჰემში რჩება!

27 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ვესტ ჰემის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება და გუნდს პრემიერ ლიგაში პირველივე მცდელობით დაბრუნებისთვის ბრძოლაში გაუძღვება.


პორტუგალიელი სპეციალისტი ორშაბათს კლუბის უმაღლეს ხელმძღვანელობას შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემდეგ ორივე მხარეს შეეძლო კონტრაქტი ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე გაეწყვიტა, მათ მაინც თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტეს.

კლუბს იმედი აქვს, რომ ნუნუ გაიმეორებს 2018 წლის წარმატებას, როდესაც მან ვულვზი ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში აიყვანა.

„მოხარულები ვართ დავადასტუროთ, რომ მან კლუბის მიმართ თავისი ერთგულება გამოხატა, ისევე, როგორც ჩვენ მის მიმართ,“ - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ წერილში, რომელიც გულშემატკივრებს მიეძღვნა, - „ნუნუმ მკაფიოდ აღნიშნა, რომ მას უდიდესი მოტივაცია აქვს, რათა ვესტ ჰემი უმაღლეს დივიზიონში დააბრუნოს. ეს მომავალი სეზონის უპირობო მიზანი უნდა იყოს. მას ჩემპიონშიფში მუშაობის მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილება აქვს და ეს იყო საოცარი წარმატება, როდესაც ვულვზთან ერთად 99 ქულით ჩემპიონი გახდა.“

კლუბის წყაროების შეფასებით, გავარდნა გუნდს დაკარგული შემოსავლების სახით დაახლოებით 200 მილიონი დაუჯდება. ეს ნიშნავს, რომ უზარმაზარი ფინანსური ზარალის ფონზე, წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა გარდაუვალი იქნება. მათ შორისაა გუნდის კაპიტანი ჯაროდ ბოუენი და პორტუგალიელი ნახევარმცველი მატეუს ფერნანდესი.

სექტემბერში გრემ პოტერის გათავისუფლების შემდეგ, ნუნუს საკმაოდ მძიმე სტარტი ჰქონდა, თუმცა ხელმძღვანელობამ ბოლო თვეებში საკმარისი პროგრესი დაინახა იმისთვის, რომ პორტუგალიელს ენდოს:

„მიუხედავად იმისა, რომ კვირას დაფიქსირებული შედეგი ძალიან მტკივნეული იყო, დირექტორთა საბჭოს სჯერა, რომ ბოლო თვეებში გაუმჯობესების აშკარა ნიშნები გამოჩნდა. ბოლო 17 მატჩში აღებული 25 ქულა ნიშნავს, რომ ამ ტემპით გუნდი სეზონს მე-7 ადგილზე დაასრულებდა. იანვრის შემდეგ გუნდში მენტალიტეტის ამაღლება გვაფიქრებინებს, რომ ის სწორი ადამიანია ჩვენი წინსვლისთვის".

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

პრემიერ ლიგა
ვულვზი
ვესტ ჰემი
ჩემპიონშიფი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მანჩესტერ სიტი თუ ევერტონი? გრილიშის მომავალი წყდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერ სიტი თუ ევერტონი? გრილიშის მომავალი წყდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პეპ გვარდიოლას მომავლის გეგმები ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პეპ გვარდიოლას მომავლის გეგმები ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოდეგორი მიდის? არსენალის კაპიტანი შესაძლოა გაიყიდოს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოდეგორი მიდის? არსენალის კაპიტანი შესაძლოა გაიყიდოს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაპიტნის გადაწყვეტილება პრემიერ ლიგიდან გავარდნილ ვესტ ჰემში დარჩენაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაპიტნის გადაწყვეტილება პრემიერ ლიგიდან გავარდნილ ვესტ ჰემში დარჩენაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 ივლ, 2026

მანჩესტერ სიტი თუ ევერტონი? გრილიშის მომავალი წყდება

News image

17 ივლ, 2026

პეპ გვარდიოლას მომავლის გეგმები ცნობილია

News image

17 ივლ, 2026

ოდეგორი მიდის? არსენალის კაპიტანი შესაძლოა გაიყიდოს

News image

21 სთ წინ

კაპიტნის გადაწყვეტილება პრემიერ ლიგიდან გავარდნილ ვესტ ჰემში დარჩენაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება