ენჯ პოსტეკოგლუ ალ ნასრის ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
საუდის პრო ლიგის ჩემპიონმა კლუბმა დაადასტურა, რომ ავსტრალიელმა სპეციალისტმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
„ახალი თავი. ბატონი ენჯ პოსტეკოგლუ ალ-ნასრის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. კონტრაქტი ორ სეზონზეა გათვლილი,“ - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
პოსტეკოგლუ ლონდონის ტოტენჰემს წვრთნიდა, რომელსაც 2025 წელს ევროპა ლიგის ტიტული მოაგებინა, თუმცა პრემიერ ლიგაში გუნდის მე-17 ადგილზე გასვლის შემდეგ ორი კვირის თავზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
2025/26 წლების სეზონში ნოტინგემ ფორესტშიც ხანმოკლე პერიოდი გაატარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი პირველ 8 მატჩში გამარჯვების გარეშე დარჩა, მათ შორის 6 შეხვედრა წააგო, რის შედეგადაც დანიშვნიდან მხოლოდ 39 დღეში დატოვა პოსტი.
ალ ნასრში ის კრიშტიანუ რონალდუს გაწვრთნის. სწორედ რონალდუს ლიდერობით მოიპოვა კლუბმა 2026 წლის მაისში საუდის პრო ლიგის ჩემპიონობა სეზონის ბოლო ტურში.
ავსტრალიელმა სპეციალისტმა საუდის არაბეთის ჩემპიონ გუნდში პორტუგალიელი ჟორჟე ჟესუსი ჩაანაცვლა.