მანჩესტერ სიტიმ და ნოტინგემმა ელიოტ ანდერსონის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
23 წლის ანდერსონი ამჟამად ინგლისის ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს და სამედიცინო შემოწმება კანზასში უკვე გაიარა.
ტრანსფერის ყველა ოფიციალური დეტალი მისი ინგლისში დაბრუნების შემდეგ დასრულდება.
გარიგების ღირებულება 116 მილიონ ფუნტს შეადგენს. ამგვარად, ანდერსონი ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი ფეხბურთელი გახდება და ამ მაჩვენებლით თავის თანაგუნდელ ჯუდ ბელინგემს გადაასწრებს.
23 წლის ფეხბურთელმა სიტისთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის ღირებულებაც, ყველა ბონუსის ამოქმედების შემთხვევაში, კვირაში დაახლოებით 300 000 ფუნტს მიაღწევს.
შეთანხმება ასევე მოიცავს კონტრაქტის კიდევ 12 თვით გახანგრძლივების შესაძლებლობას.