იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ორი საჩემპიონო ბრძოლა - ყველაფერი UFC 334-ის შესახებ
UFCUFC

ორი საჩემპიონო ბრძოლა - ყველაფერი UFC 334-ის შესახებ

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

UFC ამ უქმეებზე ტრადიციულად ნიუ იორკის ლეგენდარულ მედისონ სქუეარ გარდენს ეწვევა, სადაც UFC 334 გაიმართება.


საღამოს მთავარი ბრძოლა მძიმე წონის ჩემპიონობისთვის სირილ განსა და ჯოშ ჰოკიტს შორის შედგება, ხოლო თანმთავარ დაპირისპირებაში ქალთა სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის კაილა ჰარისონი და ამანდა ნუნესი იბრძოლებენ. მათი დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა თავდაპირველად გადაიდო, თუმცა ახლა დაპირისპირება საბოლოოდ უნდა შედგეს.


წლევანდელი ღონისძიებაც აგრძელებს UFC-ის ნიუიორკული ტურნირების ტრადიციას და გულშემატკივრებს მაღალი დონის ბრძოლების, საინტერესო დაპირისპირებებისა და პერსპექტიული მებრძოლების მრავალფეროვან კომბინაციას სთავაზობს.


UFC 334 - სრული საბრძოლო ქარდი


მთავარი ბრძოლა - მძიმე წონის ჩემპიონობა: სირილ განი vs ჯოშ ჰოკიტი


თანამთავარი ბრძოლა - ქალთა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა: კაილა ჰარისონი vs ამანდა ნუნესი


ჩატარების ადგილი: მედისონ სქუეარ გარდენი, ნიუ იორკი


მთავარი ქარდის დანარჩენი ბრძოლები


კაიო ბორალიო vs იუსრი ბელგარუი

უროშ მედიჩი vs კევინ ჰოლანდი

ბილალ ჰასანი vs ლუის გურულე


წინასწარი ქარდის ბრძოლები


სტივენ ტომპსონი vs ჩარლზ რადკე

დრიუ დობერი vs კრის დანკანი

ჯიმ მილერი vs ტერენს მაკკინი

დონტე ჯონსონი vs სეზარ ალმეიდა

ჯარედ გორდონი vs მელკიზაელ კოსტა

მეისი ჩიასონი vs ბია მესკიტა

ევან ელდერი vs სამუელ სანჩესი


მთავარი ბრძოლა - მძიმე წონის ჩემპიონობა: სირილ განი vs ჯოშ ჰოკიტი



მძიმე წონის დივიზიონი სტაბილურობის დაბრუნებას ცდილობს. ახლახან აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსი მოპოვებული სირილ განი ტიტულს სწრაფად პროგრესირებადი და არაერთგვაროვანი რეპუტაციის მქონე ჯოშ ჰოკიტის წინააღმდეგ დაიცავს.


ბოლო 7 წლის განმავლობაში განი UFC-ის მძიმე წონის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი იყო. ამ პერიოდში მან 2-ჯერ მოიპოვა დროებითი ჩემპიონის ქამარი და 2-ჯერ იბრძოლა აბსოლუტური ჩემპიონობისთვის.


ფრანგმა UFC-ში 11 გამარჯვება და 2 მარცხი დააგროვა, ხოლო მისი 1 ბრძოლა არშემდგარად გამოცხადდა. UFC Freedom 250-ზე განმა ალექს პერეირაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მეორედ გახდა დროებითი ჩემპიონი.


მოგვიანებით მას აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსი მიენიჭა, რადგან ტომ ასპინალს გასული წლის ოქტომბერში განთან ბრძოლაში მიღებული თვალის დაზიანებების გამო ჯანმრთელობის პრობლემები გაუმწვავდა.


ჯოშ ჰოკიტი კი ჩემპიონობისთვის UFC-ის კონტრაქტის მოპოვებიდან მხოლოდ 16 თვის შემდეგ იბრძოლებს. ორგანიზაციაში მისი დებიუტიდან სულ რაღაც 53 კვირაა გასული.


პირველი დივიზიონის ყოფილმა მოჭიდავემ და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ, რომელიც MMA-ში გადასვლამდე NFL-ის გუნდის სავარჯიშო შემადგენლობაშიც ირიცხებოდა, პოპულარობა საკუთარი გამორჩეული ხასიათით სწრაფად მოიპოვა. თუმცა ჰოკიტმა საკუთარი შესაძლებლობები ოქტაგონზეც დაამტკიცა.


ბოლო 2 ბრძოლაში მან გამოცდილი მებრძოლები - კერტის ბლეიდსი და დერიკ ლუისი დაამარცხა და პროფესიულ კარიერაში დაუმარცხებელი სერია 10 გამარჯვებამდე (10-0) გაზარდა.


ქაღალდზე ყველა უპირატესობა განის მხარესაა: ის უფრო დიდი, სწრაფი, ტექნიკური და გამოცდილია.


თუმცა ეს გამარჯვების გარანტიას არ იძლევა, რადგან ჰოკიტი შეუპოვარი და ნიჭიერი მებრძოლია, რომელსაც ამ ეტაპზე დასაკარგი თითქმის არაფერი აქვს.


საინტერესო იქნება იმის ნახვა, როგორ იმოქმედებს მებრძოლებს შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით კი ჰოკიტის გაუთავებელი სიტყვიერი პროვოკაციები, ჩვეულებრივ მშვიდ და უდარდელ ფრანგზე.


წარმოუდგენელი მიღწევა იქნება, თუ ჰოკიტი გასულ ზაფხულს Dana White's Contender Series-ზე კონტრაქტის მოპოვებიდან ასეთ მოკლე დროში მძიმე წონის დივიზიონის მწვერვალზე აღმოჩნდება.


ამავდროულად, განისთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, საკუთარი მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცოს და მძიმე წონის დივიზიონის ლიდერის სტატუსი განიმტკიცოს.


თანამთავარი ბრძოლა - ქალთა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა: კაილა ჰარისონი vs ამანდა ნუნესი



კაილა ჰარისონი და ამანდა ნუნესი საბოლოოდ შეხვდებიან ერთმანეთს ოქტაგონზე და UFC-ის ქალთა უმსუბუქესი წონის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. მათი დაპირისპირება თავდაპირველად იანვარში, UFC 324-ზე იყო დაგეგმილი, თუმცა ბრძოლა გადაიდო.


ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონმა კაილა ჰარისონმა UFC-სთან კონტრაქტი 2024 წლის დასაწყისში გააფორმა.


ორგანიზაციაში მან თავდაპირველად ჰოლი ჰოლმი მტკივნეული ილეთით დაამარცხა, შემდეგ კი კეტლენ ვიეირას სძლია და ჯულიანა პენიასთან საჩემპიონო ბრძოლის უფლება მოიპოვა.


UFC 316-ზე ჰარისონმა პარტერში სრული უპირატესობა აჩვენა და მეორე რაუნდში კიმურას ილეთით გამარჯვების შემდეგ ჩემპიონის ქამარს დაეუფლა. ბრძოლის დასრულების შემდეგ ოქტაგონზე ამანდა ნუნესი გამოჩნდა, ჰარისონს პირისპირ დაუდგა და სპორტში დაბრუნების შესახებ განაცხადა.


ნუნესი 2016 წლის ივლისიდან 2023 წლის ივნისში კარიერის დასრულებამდე ქალთა MMA-ში პრაქტიკულად უკონკურენტო იყო. ამ პერიოდში მან 2 სხვადასხვა წონითი კატეგორიის ჩემპიონის ქამრები მოიპოვა და არაერთხელ დაიცვა, ამასთანავე მრავალი რეკორდი დაამყარა.


ნუნესი ფართოდ მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესო ქალ მებრძოლად და საკუთარი თაობის ერთ-ერთ უდიდეს სპორტსმენად.


ჰარისონსა და ნუნესს შორის ბრძოლა თავდაპირველად იანვარში უნდა გამართულიყო, თუმცა ჰარისონმა კისრის ტრავმა მიიღო, ოპერაცია დასჭირდა და შეხვედრიდან ჩაეხსნა.


სწორედ ეს იძულებითი პაუზა შეიძლება აღმოჩნდეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც დაპირისპირების შედეგზე გავლენას მოახდენს.


ამასთანავე, ეს UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო სტილისტური დაპირისპირებაა - პარტერში ბრძოლის სპეციალისტი დარტყმითი ტექნიკის გამორჩეული ოსტატის წინააღმდეგ.


UFC 334-ის წინასწარი ქარდი 15 ნოემბერს, 04:00 საათზე დაიწყება, მთავარი ქარდი კი - 06:00 საათზე.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

06 ნოე, 2026

,,ჩემი ძმის მადლიერი ვარ" - რას გადაარჩინა ალექსანდრემ ილია?

News image

07 ნოე, 2026

,,ის საუკეთესოა" - თოფურიამ ვოლკანოვსკის რევანშის შეთავაზებას უპასუხა

News image

08 ნოე, 2026

ჩოხელი მთავარ ქარდზე იბრძოლებს - UFC საუდის არაბეთი დაკომპლექტდა

News image

08 ნოე, 2026

რამდენი მედალი მოიპოვეს ქართველებმა საქართველოს MMA-ის მსოფლიოზე?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

,,ჩემი ძმის მადლიერი ვარ" - რას გადაარჩინა ალექსანდრემ ილია?

•ქართული

ქართული

,,ჩემი ძმის მადლიერი ვარ" - რას გადაარჩინა ალექსანდრემ ილია?
•ქართული

ქართული

,,ის საუკეთესოა" - თოფურიამ ვოლკანოვსკის რევანშის შეთავაზებას უპასუხა

•ქართული

ქართული

,,ის საუკეთესოა" - თოფურიამ ვოლკანოვსკის რევანშის შეთავაზებას უპასუხა
•ქართული

ქართული

ჩოხელი მთავარ ქარდზე იბრძოლებს - UFC საუდის არაბეთი დაკომპლექტდა

•ქართული

ქართული

ჩოხელი მთავარ ქარდზე იბრძოლებს - UFC საუდის არაბეთი დაკომპლექტდა
•ქართული

ქართული

რამდენი მედალი მოიპოვეს ქართველებმა საქართველოს MMA-ის მსოფლიოზე?

•ქართული

ქართული

რამდენი მედალი მოიპოვეს ქართველებმა საქართველოს MMA-ის მსოფლიოზე?
•ქართული

ქართული