ფრანგული L'Equipe-სა და Le Parisien-ის ცნობით, ლუკა შევალიე კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ფრანგი მეკარე პსჟ-სთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ლილი კი მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.
მოთამაშე სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ პარიზულ კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
23 წლის მეკარე France Football-მა 2025 წლის იაშინის ჯილდოს ნომინანტებში დაასახელა.
იაშინის ჯილდოსთვის 10 მეკარე იბრძოლებს - ნომინანტები ცნობილია