პარაგვაის სენატის წევრმა, პოლიტიკოსმა, სელესტე ამარილიამ, კილიან მბაპეზე ასეთი რამ თქვა.
„ამ გაუთლელ ტიპს წერაც კი არ უსწავლია. დედის რძის ნაცვლად ქოქოსის წოვით გაიზარდა, ხოლო ყველაზე განათლებული არსებები, რომელთა ხმაც კი ოდესმე მოუსმენია, შიმპანზეები იყვნენ.
მისთვის შუა თითი უნდა გეჩვენებინა, ორლანდო ხილ (პარაგვაის მეკარე).
კოლონიზებული კამერუნელი, რომელიც თავს ფრანგად ასაღებს, ბოღმიანი, ახლად გამდიდრებული, ამპარტავანი და მახინჯი.
მთელი მატჩის განმავლობაში ნერვიულობდა და შიშისგან კვდებოდა, ისევე როგორც მთელი მისი გუნდი. ერთი გოლის გატანაც კი ვერ მოახერხეს, სანამ პენალტის წყალობით არ გაუმართლათ.
ერთადერთი, რაშიც ბევრი ჩვენგანი გუნდს ადანაშაულებს, ისაა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ სილა არ გააწნეს. მე ფეხბურთის გულშემატკივარიც კი არ ვარ.“
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა კი ამ კომენტარს სოციალურ ქსელში პასუხი გასცა.
,,ქალბატონო სელესტე ამარილია,
თქვენ საზიზღარი ქალი ხართ და არ იმსახურებთ იმ თანამდებობას, რომელიც გიკავიათ.
თქვენ არ წარმოადგენთ პარაგვაის - ქვეყანას, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში ვნებითა და ღირსებით იბრძოდა.
თქვენი უგუნურებისა და თავხედური რასიზმის გამო, მთელმა მსოფლიომ უკვე დაივიწყა ის გზა და ისტორიული ძალისხმევა, რომელიც თქვენმა ფეხბურთელებმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიღეს.
ამის ნაცვლად, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა არაკომპეტენტური ქალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ყველაზე ცუდი სახით წარმოაჩენს.
მე არასოდეს მივცემ მის მსგავს ადამიანებს იმის თავისუფლებას, რომ თავიანთი სიძულვილი და რასიზმი მთელ მსოფლიოში გაავრცელონ." - წერს მბაპე X-ზე.