არსენალისა და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, პატრიკ ვიეირამ აღიარა, რომ კარიერაში მხოლოდ ერთ რამეს ნანობს - მადრიდის რეალში არგადასვლას.
ესპანური გრანდი მას ლონდონში თამაშისას ზედიზედ ოთხი წელი იწვევდა, თუმცა ვიეირამ ტრანსფერზე უარი არსენალის მიმართ უდიდესი სიყვარულის გამო თქვა. მოგვიანებით, ფლორენტინო პერესმა მას შეახსენა, რომ ის იყო ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც მადრიდულ კლუბს უარით უპასუხა.
ვიეირამ ინტერვიუში ჟოზე მოურინიოც გაიხსენა, რომელთანაც ინტერში მუშაობდა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი ვარსკვლავებთან მუშაობის ნამდვილი დიდოსტატია. ფრანგმა ლეგენდამ არსენალის ამჟამინდელი ვარსკვლავი დეკლან რაისიც შეაქო და საკუთარ თავს შეადარა, რადგან რაისიც მოედანზე ყოველთვის გუნდისთვის იხარჯება.
ბოლოს ვიეირა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალს შეეხო და აღნიშნა, რომ აზრი შეიცვალა, პსჟ-სა და არსენალის დაპირისპირებაში ის მხარს მშობლიურ ლონდონურ კლუბს დაუჭერს.