ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) დაასახელა ექვსი ფეხბურთელი, რომელიც პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებს.
ფინალისტები თავად ფეხბურთელებმა აირჩიეს.
PFA-ს საბოლოო სიაში შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), დეკლან რაისი (არსენალი), კოულ პალმერი (ჩელსი), ალექსის მაკ ალისტერი (ლივერპული), ალექსანდრ ისაკი (ნიუკასლი) და ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი).
გულშემატკივრების და ექსპსერტების ვერსიით საუკეთესოდ ლივერპულის შემტევი მოჰამედ სალაჰი დასახელდა, რომელმაც მოგებულ სეზონში 29 გოლი და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა.