ბარსელონას ადემოლა ლუკმანი მოსწონს, მაგრამ მისი შეძენის ალბათობა ამ ეტაპზე დაბალია.
Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელები ნიკო უილიამსის ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ აქტიურად ეძებენ მარცხენა ვინგერს, რომელსაც შეტევის გაძლიერება შეუძლია.
ნიგერიის ნაკრებისა და ატალანტას ფეხბურთელი, ადემოლა ლუკმანი ჰანსი ფლიკს ძალიან მოსწონს.
ბერგამოელები მზად არიან ლუკმანი 50 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდონ, თუმცა ბარსელონასთვის მისი შეძენა საკმაოდ რთული იქნება.
ამის მიზეზი კი საკმაოდ უჩვეულოა: ლუკმანის ინტერესებს წარმოადგენს ის სააგენტო, რომელთანაც მარკ ანდრე ტერ შტეგენი თანამშრომლობს. გერმანელ კიპერთან დაძაბული ურთიერთობის და მისი მომავლის გაურკვევლობის გამო, კლუბს სააგენტოსთან საკმაოდ რთული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რაც ლუკმანის ტრანსფერსაც შეაფერხებს.
ბარსელონას გარდა, ფეხბურთელით აქტიურად ინტერესდება ლონდონის ტოტენჰემიც.