The Athletic-ის ჟურნალისტის დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, მაურისიო პოჩეტინო დათანხმდა, გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
არგენტინელი აშშ-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაუძღვება, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც სწორედ შტატები იქნება.
რამდენიმე მწვრთნელთან დაკავშირების შემდეგ აშშ-ს შემოთავაზებასა და პროექტს ჩელსისა და ტოტენჰემის ყოფილი მწვრთნელი დათანხმდა.
პოჩეტინო ნაკრებში გრეგ ბერჰალტერს ჩაანაცვლებს. 52 წლის სპეციალისტს სპორტულ დირექტორად მეტ კროკერი დახვდება, რომელთან ერთადაც ის საუთჰემპტონში მუშაობდა.